1 9 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეს ფესტივალი Art-გენი „სუხიშვილების“ კონცერტით გაგრძელდება

დღეს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ფესტივალი Art-გენი 2018-ის თბილისის ტური  „სუხიშვილების“  კონცერტით გაგრძელდება.  

ფესტივალი 8 ივლისს გუშინ ნინო ქათამაძის და „ინსაითის“ კონცერტით გაიხსნა და 15 ივლისს  ნიაზ დიასამიძე  და 33ა დახურავს.

დაარსებიდან მე-15 საიუბილეო წელს ფესტივალი მაყურებელს საინტერესო სიახლეებს სთავაზობს.

ფესტივალზე უკვე წარსდგნენ  რობი კუხიანიძის,  ჯგუფ  „ფრანი“, ჯგუფი Asea Sool ფესტივალის ისტორიაში პირველად გაიმრთა ქართულენოვანი ჰიპჰოპის დღე . მაყურებელს წინ ელოდება ასევ ჯგუფ „რეგიონის“ კონცერტი და „შავფაროსნების“ ქართული საბრძოლო ხელოვნების  საჩვენებელი შოუ.

დღის განმავლობაში ეთნოგრაფიულ მუზეუმში  ტრადიციულად მოეწყობა  ჰამაკების და პუფების ზონა,  ასევე წარმოდგენილი იქნება ქართული სამზარეულო და სხვადასხვა ტიპის კრეატიული სივრცეები.

Art-გენი 2018-მა  სტარტი   21 ივნისს  რეგიონული ტურნეთი აიღო .  Art-გენი  წელს საქართველოს 4 რეგიონში - აჭარა, გურია, იმერეთი, ლეჩხუმი,  9 დღის განმავლობაში  მოგზაურობდა.

2004  წლიდან დღემდე ფესტივალმა Art-გენმა არაერთი ახალი ანსამბლის,  ჯგუფის და მუსიკოსის ჩამოყალიბებას და განვითარებას შეუწყო ხელი. ცოცხალი და საავტორო მუსიკის პოპულარიზაციის ფარგლებში მისი დამსახურებით, არაერთი ნიჭიერი მუსიკოსი და ბენდი გაიცნო ფართო აუდიტორიამ. ბევრი ჯგუფისთვის და მომღერლისთვის ერთგვარ ტრამპლინადაც კი იქცა . ფესტივალი წელსაც საინტერესო სიახლეებს და დებიუტანტებს სთავაზობს მაყურებელს .

ფესტივალი „Art-გენი“ 2004 წელს დაფუძნდა. ამ დროის განმავლობაში  “ ფესტივალმა მთელი საქართველოს მასშტაბით, უნიკალური ეთნოგრაფიული მასალები მოიკვლია და დაარქივა. მათ შორის დაკარგვის პირას მყოფი, ბევრი უნიკალური მასალა. ფოლკლორის და თანამედროვე მუსიკის ერთ სივრცეში წარმოდგენით და სხვადასხვა ტიპის აქტივობებით Art-გენს ასევე მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდებში ფოლკლორის პოპულარიზაციის ხელშეწყობასა და რეგიონებში ფოლკლორული ანსამბლების განვითარების საქმეში. ერთ-ერთი პირველი ფესტივალი იყო, რომელმაც რეგიონულ ანსამბლებს თავისი შემოქმედების მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოჩენის შესაძლებლობა მისცა და განვითარებისთვის მეტი მოტივაცია შეუქმნა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები