0 9 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი დაზღვევის ახალი, პრემიუმ სამოგზაურო პაკეტი

 

თიბისი დაზღვევამ სამოგზაურო დაზღვევის ახალი, პრემიუმ პაკეტი შექმნა, რომელიც გაუმჯობესებული პირობებით ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის.

 

თიბისი დაზღვევამ პრემუმ პაკეტი მომხმარებლების კიდევ მეტ საჭიროებას მოარგო - მისი ჯამური ლიმიტი 85 000 €/$-მდეა გაზრდილი და სრულად უფრანშიზოა ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას. ხოლო დაფარვები, რომლებიც დამატებით შეგიძლიათ აირჩიოთ, სტანდარტულ პაკეტთან შედარებით ბარგისა და პასპორტის დაკარგვის, მოგზაურობის გადადება/გაუქმების ხარჯებს ორმაგი ლიმიტით, 1 000 €/$-ით ანაზღაურდება.

 

პრემიუმ პაკეტით სარგებლობისას სანერვიულო არაფერია მაშინაც კი, თუ უცხო ქვეყანაში სამოყვარულო სპორტული აქტივობისას რაიმეს დაიზიანებ ან რაიმე მიზეზით მედიკამეტების შეძენა და ამბულატორია დაგჭირდება, რადგან ახალი პაკეტი ასეთ ხარჯებსაც ფარავს.

 

„როცა სტანდარტული პაკეტის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდით, ვცადეთ გაგვეხსენებინა ყველა ის დეტალი, რომელიც მოგზაურებს დამატებით საფიქრალს უჩენს ხოლმე. როცა დაზღვევა ზურგს არ გიმაგრებს, შესაძლოა უარი თქვა ისეთ გამოცდილებებზე, როგორიცაა სერფინგი, ეგზოტიკური კერძის გასინჯვა, რაიმე ადგილის მონახულება. იმისათვის, რომ მოგზაურობისას ჩვენს მომხმარებელს საკუთარი თავისთვის მეტის უფლების მიცემა შესძლებოდა და სახლში მსუყე მოგონებებით დაბრუნებულიყო, პრემიუმ პაკეტში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაფარვა შევიტანეთ,” - თიბისი დაზღვევა.

 

პრემიუმ სამოგზაურო დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა და პოლისის შეძენა თიბისი დაზღვევის ვებ გვერდზე შეგიძლიათ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...

  • 18:24

    თიბისი კონცეპტი და ქოუჩინგ ლაბი გუნდური ქოუჩინგის ...

    თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...

  • 18:20

    ATE, TRW, Bosch - პრემიუმ ბრენდების სამუხრუჭე სისტ...

    ავტომობილის სამუხრუჭე სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფს. სამუხრუჭე სისტემის გამართულად მუშაობა ყველა სეზონზე მნიშვნე...