1 5 : 0 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

Global Finance-მა თიბისი, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საუკეთესო ბანკად დაასახელა

საერთაშორისო ფინანსურმა ჟურნალმა - Global Finance, თიბისი, ზედიზედ მეორედ, სახაზინო პროდუქტებისა და ნაღდი ფულის მართვის მიმართულებით, საქართველოში საუკეთესო ბანკად დაასახელა.

თიბისიმ აღიარება შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით მოიპოვა: მომხმარებლების მომსახურება, კონკურენტუნარიანი ფასები, ინოვაციური პროდუქტები, მომგებიანობა, ბაზრის წილი და კონკურენტული უპირატესობა სერვისების მიმართულებით.

თიბისიმ, ნაღდი ფულის ეფექტური მართვისა და კლიენტებისთვის ბიზნესპროცესების გამარტივების მიზნით, ინოვაციური პროდუქტი - თანამედროვე Cash-in აპარატი დანერგა. აპარატი მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს მთელი საქართველოს მასშტაბით სასურველ ლოკაციაზე, დღე-ღამის სასურველ მონაკვეთში, ადამიანთან ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ნებისმიერი რაოდენობის ნაღდი ფული - როგორც კუპიურების, ასევე მონეტების სახით, კომპანიის ანგარიშზე მომენტალურად ასახონ. 2022 წელს, თიბისის ფილიალებში - 20, კლიენტი კომპანიების ლოკაციებზე  კი 30 აპარატი განთავსდა.

„ჩვენი მომსახურებითა და პროდუქტებით, მუდმივად თანხვედრაში ვართ თიბისის მისიასთან - გავუმარტივოთ ადამიანებს ცხოვრება. სწორედ ამ მისიის პასუხი იყო Cash-in აპარატებიც, რომლის დახმარებითაც, 2022 წლის ბოლოსთვის, ფილიალებში, იურიდიული პირების ნაღდი ფულის 50% უკვე Cash-in აპარატების საშუალებით მივიღეთ, რამაც განტვირთა რიგები და ჩვენი მომხმარებლების დრო დაზოგა. ჯამში, აპარატებმა 2022 წელს 1,2 მილიარდ ლარამდე ნაღდი ფული მიიღო. აღსანიშნავია, რომ თუკი აღნიშნული პროდუქტით აქამდე მხოლოდ კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესები სარგებლობდნენ, 2023 წლიდან, თიბისი Cash-in აპარატებით საცალო სეგმენტის მომხმარებლებსაც მოემსახურება“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

 

„მსოფლიოში, სადაც გლობალური ინფლაცია და მიწოდების ჯაჭვის გამართულობა გამოწვევად რჩება, ნაღდი ფულის ჭკვიანურად მართვა და სახაზინო პროდუქტების მოქნილობა, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჯილდო გადავეცით იმ ფინანსურ ორგანიზაციებს, რომლებიც მიმდინარე, კრიზისულ ვითარებაშიც კი ახერხებენ, რომ შეუფერხებელი და საუკეთესო მომსახურება შესთავაზონ კლიენტებს“, - ჯოზეფ ჯიარაპუტო, Global Finance-ის გამომცემელი და მთავარი რედაქტორი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები