1 4 : 4 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს დაჯილდოება 2022-ის გამარჯვებულმა სტარტაპმა Artisio-მ აუქციონის ტექნოლოგიების განვითარებისათვის 250 000 ფუნტის დაფინანსება მოიპოვა

საუკეთესო ინოვაციურმა სტარტაპმა Artisio-მ, რომელმაც ეს სტატუსი თიბისის ყოველწლიურ ბიზნეს დაჯილდოებაზე მოიპოვა, ბრიტანული საინვესტიციო ფონდისგან, Jenson Funding Partners  250 000 ფუნტის დაფინანსება მიიღო. 

მიღებული ფინანსური რესურსი მნიშვნელოვნად გააძლიერებს სტარტაპს, რომელიც ბაზარს აუქციონების მართვის ერთიან, ინტეგრირებულ სისტემას სთავაზობს.  

„ძალიან ბედნიერები  ვართ იმით, რომ Artisio-მ საკვანძო ეტაპს მიაღწია - მოვიპოვეთ დაფინანსება Jenson Funding Partners-ისგან, რომელიც განვითარების ადრეულ ეტაპზე ორიენტირებული სარისკო კაპიტალის მმართველი კომპანიაა. გარდა სოლიდური ფინანსური რესურსის მოზიდვისა, ჩვენ შევიძინეთ საუკეთესო მრჩევლები, გვაქვს Jenson Funding Partners-ის მხარდაჭერა, რომლებსაც აქვთ ტექნოლოგიური და ოპერატიული ექსპერტიზა, რაც სარგებელს მოუტანს ჩვენს მომხმარებლებს.

ეს დაფინანსება კი საშუალებს მოგვცემს, რომ აუქციონების ინდუსტრიას შევთავაზოთ უახლესი ტექნოლოგიური გადაწყვეტები. ასევე გავფართოვდეთ აშშ-ს ბაზარზე და გავუშვათ ჩვენი პლატფორმა ახალი მომხმარებლებისათვის,“ - ამბობს Artisio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი ბერდია ყამარაული. 

Artisio აუქციონების მართვის SaaS სისტემაა, რომელიც ერთი ინტეგრირებული სოფტის ქვეშ აერთიანებს აუქციონების ბიზნესის სამართავად საჭირო ყველა მიმართულებას. ესენია: აუქციონის მენეჯმენტის ბექ-ოფისის სისტემა (auction management back-office software), ონლაინ აუქციონების პლატფორმა (online bidding solution), ლაივ აუქციონების სისტემა (online bidding solution with video streaming) და კოლექციის მართვის სისტემა დილერებისა და კოლექციონერებისთვის (web application for buyers & vendors). 

Artisio-მ კონკურენტული უპირატესობა სწორედ ამ ცენტრალიზებული ბიზნეს ეკოსისტემის შექმნით მოიპოვა. სისტემა 100%-ით API-ზეა დაფუძნებულია, რაც საშუალებას იძლევა  მივუერთდეთ და გავცვალოთ მონაცემები  მესამე მხარესთან.  ამ პროცესის შედეგად Artisio-ში ხდება ყველა საჭირო ინფორმაციის ცენტრალიზება, რაც შემდეგ AI-ს დახმარებით მუშავდება და კლიენტ კომპანიებს საშუალებას აძლევს, გაცილებით ეფექტურად მართონ ბიზნეს პროცესები და მიიღონ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები. 

ბაზრის მოცულობის მხრივ აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით დაახლოებით 500 000 კომპანიაა, რომელიც პროდუქციის რეალიზებას აუქციონების მეშვეობით ახდენს, ხოლო ბაზრის მოცულება 200 მილიარდ დოლარს შეადგენს.

Artisio-მ ფუნქციონირება  2021 წლის დასაწყისში დაიწო და ამჟამად  აუქციონის ბიზნესში 200-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად იყენებს მას რუტინული ამოცანების გასამარტივებლად და აუქციონის მართვის მთელი პროცესის ავტომატიზებისთვის (ინვენტარის მართვა, გაყიდვა და აუქციონის შექმნა, კლიენტების მართვა, ანგარიშგება და ანალიტიკა, ინვოისი და გადახდები და მეტი).

Artisio-ს გუნდი მიღწეულ შედეგებზე გაჩერებას არ აპირებს, სტარტაპის მიზანია მომავალში შექმნას ისეთი პლატფორმა, სადაც ე.წ  onboarding -ის პროცესს პლატფორმის ახალი მომხმარებლები დამოუკიდებლად გაივლიან.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები