1 4 : 4 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებული მოლოდინი

დეკემბერში საგარეო ვაჭრობის ძლიერი დინამიკა დაფიქსირდა. განსაკუთრებით აღსანიშნავი ექსპორტის მაღალი ზრდის აღდგენაა. ასევე, პოზიტიურია, რომ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სებ-ის წმინდა სავალუტო რეზერვები. ამასთან, წლის განმავლობაში ლარის კურსზე არა მხოლოდ შემოდინებებისა და სავალუტო რეზერვების დონე, არამედ ლარის საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით და ასევე, ინფლაციის მოლოდინი იმოქმედებს. საშუალო კურსის მხრივ, საყურადღებოა, რომ ევროს გამყარება გრძელდება. წარსული დინამიკიდან გამომდინარე, ცნობილია, რომ ევროს გამყარება ლარის გამყარებასაც იწვევს, თუმცა არა თანაბარზომიერად. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ევროს შემდგომი გამყარება სწორედ საბაზო სცენარია, თავისთავად არაა გამორიცხული საერთაშორისო მასშტაბით მოვლენების უფრო სტრესული სცენარით განვითარება, რაც უკვე მყარი დოლარის არგუმენტია.

 

რა შეიძლება ითქვას სავალუტო რისკის აღებისას ევრო/დოლარის შესაძლო ოპტიმალური კომპოზიციის კუთხით? ამ მხრივ თიბისი კაპიტალის ადრინდელი შეფასებები დიდწილად კვლავ ძალაშია. სადღეისოდ დივერსიფიცირება ისევ ოპტიმალური ჩანს, დაახლობით იმ სტრუქტურით, რაც პუბლიკაციის სრულ ვერსიაში არსებულ გრაფიკზეა ასახული. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პორტფელში ლარის თუნდაც შედარებით მცირე წილი, როგორც სესხების კუთხით რისკის შემცირების, ასევე დეპოზიტების მხრივ უკუგების გაზრდის მნიშვნელოვანი არგუმენტია.

 

როგორც ჩანს, 2023 წლის  ეკონომიკის ზრდის თიბისი კაპიტალის ადრინდელი პროგნოზი აწევის მიმართულებით გადაიხედება. საამისო არგუმენტებია მიგრაციის ეფექტის ჩათვლით ტურიზმის მნიშვნელოვანად უკეთესი მოლოდინი, ზრდის სეზონური ფაქტორების გადახედვა, რაც ე.წ. საბაზო ეფექტზე არსებით ზეგავლენას ახდენს და ასევე, გლობალური ეკონომიკური აქტივობის კუთხით გარკვეულწილად მაინც გაუმჯობესებული შეფასებები.

 

გაეცანით პუბლიკაციის სრულ ვერსიას ბმულზე.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები