1 6 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თიბისიმ ქუთაისში ბიზნესების მხარდაჭერისთვის ტრენინგების სერია დაიწყო

ქუთაისში, თიბისის ფილიალში (მისამართი: გრიშაშვილის #26 ) მდებარე ტრენინგ ცენტრი ტრენინგების სერიას უმასპინძლებს, რომელიც ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა აქტუალურ თემატიკაზე ჩატარდება. პირველი სამუშაო შეხვედრა, რომელი პარასკევს, 11 ნოემბერს შედგა საგადასახადო კანონმდებლობაში შესულ მნიშვნელოვან სიახლეებს მიეძღვნა.

ტრენინგს, რომელიც  საერთაშორისო ქსელური აუდიტორული კომპანია Kreston Georgia-ს მმართველმა პარტნიორმა დავით პაპიაშვილმა ჩაატარა, მცირე და საშუალო ბიზნესის 100-მდე წარმომადგენელი დაესწრო.

„მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისი ბიზნესისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. იმერეთის რეგიონში ბიზნესს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს, თიბისი მხარს უჭერს მათ ამ პოტენციალის აღმოჩენაში და საჭირო და აუცილებელი სიახლეების გაცნობის უზრუნველყოფაში. ჩვენ დავაარსეთ ქუთაისში ტრენინგ ცენტრი, სადაც პერმანენტულად გაიმართება მსგავსი ტიპის შეხვედრები,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით თიბისი არაერთ ინიციატივას ახორციელებს საქართველოს რეგიონებში. მათ შორის, წელს თიბისიმ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერისთვის 5 რეგიონული ფორუმი ჩაატარა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები