გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
თბილისში წარმოდგენილი ახალი მოდელები MAN-ის ყველაზე ამბიციური პროექტის ნაწილია, რომელიც გერმანულმა მწარმოებელმა ბოლო ორი ათეული წლის განმავლობაში განახორციელა;
პრემიუმ ბრენდის ტექნიკა საწვავის ეკონომიური მოხმარებით გამოირჩევა - გაუმჯობესებული აეროდინამიკა საწვავისა და გამონაბოლქვის შემცირებას უზრუნველყოფს;
ახალი MAN TGX “Inernaional Truck of the Year” სტატუსის მფლობელია. ეს არის სატრანსპორტო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, რომელიც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან გაიცემა.
Tegeta Truck & Bus-მა თბილისში MAN-ის უახლესითაობის სატვირთოები წარადგინა. სრულიად ახალი სტანდარტის სატვირთო ავტომობილების პრეზენტაცია საქართველოს დედაქალაქში, ინდუსტრიულ საექსპოზიციო სივრცეში გაიმართა. მომხმარებელსა და პარტნიორებს MAN TGS და MAN TGX მოდელები წარუდგინეს. ეს სატვირთო ავტომობილები გერმანული მწარმოებლის ამბიციური პროექტის ფარგლებში შეიქმნა, რომელზედაც MAN-ის 2100 თანამშრომელი მუშაობდა.
ბექა ბერიძე, Tegeta Truck & Bus-ის დირექტორი:„გვიხარია, რომ უკვე გვაქვს შესაძლებლობა,ქართულ ბაზარზე MAN- ის უახლესი სატვირთო ავტომობილები წარვადგინოთ. სატრანსპორტო საშუალებები განსაკუთრებული შესაძლებლობებით გამოირჩევა და ინდუსტრიაში სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებს. უკვე 16 წელია Tegeta Truck & Bus გერმანული პრემიუმ ბრენდის ოფიციალური დილერია საქართველოში. თეგეტა პირველი იყო რეგიონში, ვინცსატვირთო ტექნიკის მიმართულებით მსოფლიოში ცნობილი, უმსხვილესი კონცერნის ნდობის მოპოვება შეძლო და ოფიციალური იმპორტიორი გახდა. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ვიყოთ პირველები, ვინც მომხმარებელს MAN-ის ახალი თაობის პროდუქციას წარუდგენს. ამასთანავე,გერმანული ბრენდის სტანდარტით აღჭურვილ სერვისცენტრში ჩვენს მომხმარებელს გაყიდვების შემდგომ სრულ მომსახურებასვუწევთ“.
ახალი თაობის ავტომობილებით MAN-მა საკუთარი სტანდარტი კიდევ უფრო გააუმჯობესა. კომფორტული და უსაფრთხოების უპრეცედენტო სისტემებით აღჭურვილი სატვირთოების შექმნამდე 700-ზე მეტი მძღოლი გამოიკითხა. სამუშაო შეხვედრას მომხმარებლებიც ესწრებოდნენ 16 სხვადასხვა ქვეყნიდან. სატესტო მანქანებმა კი 4 000 000 კილომეტრი გაიარეს.
სერგეი ხავკინი, MAN-ის რეგიონული გაყიდვების მენეჯერი: „საქართველო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეგიონია ჩვენი კომპანიისათვის. ადგილობრივ ბაზარზე MAN-ის ბრენდის განვითარებაში ჩვენს პარტნიორს საქართველოში Tegeta Truck & Bus-სგანსაკუთრებული როლი აქვს. მოხარულები ვართ, რომ ახლა საქართველოს გზებზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებიც გამოჩნდებიან. ვცდილობთ, ჩვენს პარტნიორებსა და მომხმარებლებს საქმე გავუმარტივოთ, რათა მათ უფრო ეფექტიანად და წარმატებულად შეძლონ ბიზნესსაქმიანობა. ამ დანაპირების შესრულებაში MAN-ის ახალი წარმოების ის სატრანსპორტო საშუალებებიც დაგვეხმარება, რომლებიც დღევანდელ პრეზენტაციაზეა წარმოდგენილი. სიამოვნებით ვესწრები ღონისძიებას, სადაც MAN-ის ცენტრალურ ოფისს წარმოვადგენ“.
საქართველოს დედაქალაქში გამართულ პრეზენტაციას, გერმანული ბრენდის წარმომადგენლებთან ერთად, 250-ამდე სტუმარი ესწრებოდა.
ინდუსტრიული საექსპოზიციო სივრცე რამდენიმე ნაწილად გაიყო. შეიქმნა კონცეპტუალური ზონა, სადაც გერმანული ბრენდის ორსაუკუნოვანი ისტორია და MAN-ის სატვირთოების განვითარების ეტაპები სპეციალური პროექციის დახმარებით აჩვენეს.
საპრეზენტაციო ზონაში კი მულტიმედიური შოუ მოეწყო, სადაც ვიდეო და აუდიო შთამბეჭდავი ეფექტების ფონზე სტუმრებს MAN-ის ახალი სატვირთო ავტომობილების განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
ცალკე სივრცე დაეთმო უშუალოდ სატრანსპორტო საშუალებებს. საგამოფენო ნაწილში ღონისძიების დამსწრეებმა MAN-ის სრულიად ახალი თაობის სატვირთოები და MAN TopUsed ხაზის მოდელები დაათვალიერეს.
Simply my truck - მეტი უსაფრთხოება და კომფორტი
MAN-ის ახალი თაობის ავტომობილები უსაფრთხოების თანამედროვე სისტემით არის აღჭურვილი. სატვირთოების სეგმენტში პირველად ავტომობილებზე გვერდითა ხედვის სარკეების ნაცვლად კამერებია დამონტაჟებული. შედეგად მძღოლს შეუძლია, სატრანსპორტო საშუალების ირგვლივ პერიმეტრი სალონში განთავსებულ ეკრანზე გააკონტროლოს.
ასევე შესაბამისი ფუნქციონალის დახმარებითმძღოლი დისტანციისა და სამოძრაო ზოლის დაცვას და, შესაბამისად, ავტოსაგზაო შემთხვევების თავიდან არიდებას შეძლებს. თანამედროვესისტემები, როგორებიცაა მოხვევის, საცობისასისტენტი და ზოლის შეცვლის დამხმარე სისტემა, მძღოლს ზედმეტი დატვირთვისგან ათავისუფლებს.
უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებთან ერთად, მკვეთრად გაუმჯობესდა და მძღოლის საჭიროებების გათვალისწინებით მოეწყო ავტომობილის ინტერიერიც. შიდა სივრცე ციფრული სერვისებით აღიჭურვა.
მრავალფეროვან ფუნქციონალს, რაც სატრანსპორტო საშუალების მართვას მნიშვნელოვნად ამარტივებს, მძღოლის კომფორტზე მორგებული სალონიც ემატება.
უფრო მოსახერხებელია ავტომობილში არსებული მოსასვენებელი სივრცეც. მძღოლებისათვის, რომლებსაც დიდი დისტანციის დაფარვა უწევთ, ამ საკითხს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს.
უახლესი სტანდარტის სატვირთოების ძარაშემსუბუქებული, თუმცა უფრო მყარია, რაც მეტი ტვირთის გადატანის საშუალებას იძლევა.
MAN Truck-ის ახალი თაობა - პროექტი ციფრებში
პროექტს MAN-ის 2 100 თანამშრომელი ამუშავებდა
პროექტზე მუშაობის დრო: 12 000 000 სამუშაო საათი
პროგრამული უზრუნველყოფისთვის დაიწერა: 2 800000 კოდი
დიზაინზე მუშაობის დრო: 167 000 სამუშაო საათი
4 000 000 კილომეტრი ტესტდრაივზე
MAN-ის ახალი თაობის სატვირთოებშიხელმისაწვდომია 8 სხვადასხვა ზომის კაბინა.
კონფიგურატორის მეშვეობით შესაძლებელია ახალიMAN TGX-ის, TGS-ის, TGM-ის ან TGL-ის ზუსტადისეთი კომპლექტაციით შეკვეთა, როგორიცმომხმარებელ კომპანიას სურს, მის ჩამოყვანას კისაქართველოში კომპანია Tegeta Truck & Busუზრუნველყოფს.
---
Tegeta Truck and Bus: „თეგეტა ჰოლდინგის“შვილობილი კომპანია 2006 წელს დაარსდა და ის საქართველოში სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მწარმოებელ უმსხვილეს გერმანულ ბრენდს, MAN-ს, წარმოადგენს. Tegeta Truck and Bus-ის სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, თანამედროვე დანადგარებითაა აღჭურვილი და მთლიანად გერმანულ სტანდარტებზეა მორგებული.
კომპანიამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქში გამართულად მომუშავე საზოგადოებრივი ტრანსპორტის პარკის განახლებაში.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები