1 9 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

„როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა დამიმატონ“ - პარამოფარიკავე ირმა ხეცურიანი „თეგეტა ჰოლდინგის“ კამპანიას შეუერთდა

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გადაადგილება საქართველოში არც ისე მარტივია“ - პარაოლიმპიელი სპორტსმენი ირმახეცურიანი ამბობს, რომ ყველაზე მთავარი შესაბამისი, ადაპტირებული გარემოს შექმნა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაა.  

ირმა ხეცურიანი, პარამოფარიკავე: „დანიშნულების ადგილამდე მისვლა ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ერთადერთი ტრანსპორტი ტაქსია, რითაც შეგვიძლია შედარებით მარტივად გადავადგილდეთ. სამწუხაროდ, ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო, საზოგადოებრივი ტრანსპორტით საერთოდ ვერ ვსარგებლობ, რადგან გაჩერებამდე მისვლა საკმაოდ რთულია. ყველა გაჩერებაზე არც იმის შესაძლებლობაა, რომ ავტობუსი სწორად მოუდგეს ჩემს ეტლს. სამწუხაროდ, არც მძღოლების გადამზადება ხდება,  როგორ უნდა დაეხმარონ ეტლით მოსარგებლე ადამიანს და არც ის იციან, რომ ჩვენი დახმარება მათი ვალდებულებაა“.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს სპეციფიკური და ინდივიდუალური საჭიროებები აქვთ. შესაბამისად, მათი გადაადგილებისთვის აუცილებელი პირობა ადაპტირებული გარემოა. რეგიონებსა და დედაქალაქში კი მსგავსი პირობები ნაკლებად ხელმისაწვდომია. მოუწესრიგებელი ბორდიური, დაზიანებული პანდუსები, არასწორად გაჩერებული ავტომობილები შშმ პირებისთვის მოუგვარებელი პრობლემა და დამატებითი დაბრკოლებაა.

„ასეთ სიტუაციებში ძალიან ვბრაზდები, მაგრამ ვერაფერს ვშვრები. ყოფილა შემთხვევა - დამირეკავს შესაბამის უწყებაში და მითხოვია, როგორმე უზრუნველეყოთ ჩემი დამოუკიდებლად გადაადგილება, თუმცა ამაოდ. ასევე ყოფილა შემთხვევა, როცა ბორდიურზე მოვდიოდი ჩემს დასთან ერთად და უეცრად, ზუსტად ჩემს წინ გააჩერა მძღოლმა ავტომობილი. სამწუხაროდ, არც თხოვნამ და არც მუქარამ არ გაჭრა - მოგვაძახა,დამელოდეთ 10 წუთი და გავალო. ძალიან ბევრია მსგავსი შემთხვევა და ვფიქრობ, უბრალოდ ვერ ხვდებიან, რას აშავებენ. სწორედ ეს უნდა მივიტანოთ ამ ადამიანებამდე და ავუხსნათ, რომ მათი კომფორტი სხვისთვის შესაძლოა საფრთხის მომტანი აღმოჩნდეს“.

საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის განკუთვნილი პარკინგით სარგებლობა მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ ავტომობილი კონკრეტულად შშმ პირს ეკუთვნის და მასზეა გაფორმებული.

„თუ ავტომობილი შენ არ გეკუთვნის,  სპეციალურ სადგომზე ვერ გააჩერებ. ეს დამატებითი ბარიერია, რადგან საქართველოში ძალიან ცოტაა შშმ პირი, ვისაც ავტომობილი ჰყავს. ამის მიზეზი სწორედ ის გარემოა, რაც ეტლით მოსარგებლე ადამიანს ავტომობილით გადაადგილებისას ხვდება. 

პრობლემაა ტაქსის გაჩერებაც, იმიტომ რომ მასაც აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი ნიშნული. ვფიქრობ, ამ კუთხითაც უნდა შეიცვალოს რაღაცები, ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო ადაპტირებული გარემოს შესაქმნელად“. 

ირმა ხეცურიანი „თეგეტა ჰოლდინგის“ წამოწყებას სიამოვნებით შეუერთდა და ფიქრობს, რომ მსგავსი კამპანიები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. 

„ჩვენს მოსახლეობას არც მოწოდება უყვარს და არც მოთხოვნა, ამიტომ უბრალოდ ვთხოვდი, რომ მეტი პასუხისმგებლობით, მეტად გააზრებით, მეტი სიფრთხილით იმოძრაონ. 

საგზაო მოძრაობის მიმართულებით ადამიანების ცნობიერების ამაღლება ძალიან მნიშვნელოვანია. თუ მე მუდამ ვფიქრობ სხვის კომფორტსა და მათი უფლებების დაცვაზე, ასევე უნდა მოიქცეს ყველა. 

როდესაც მე გარკვეული მიზეზით, ისედაც შეზღუდული მაქვს გადაადგილება, ვფიქრობ, მძღოლებმა ბარიერები არ უნდა 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები