გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
საქართველოს ბანკი, როგორც კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია აგრძელებს განათლების ხელშეწყობას და ინოვაციურ, განვითარებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკმა 4 წლის განმავლობაში 10 ნიჭიერ ახალგაზრდას სრულად დაუფინანსა სწავლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტ საქართველოში, რომლის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ ცერემონიაზე მათ საზეიმო ვითარებაში გადაეცემათ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკული საბაკალავრო დიპლომი ისეთ მიმართულებებში, როგორიცაა: კომპიუტერული ინჟინერიის, ელექტრული ინჟინერიის, სამოქალაქო ინჟინერიის, სამშენებლო ინჟინერიის, ქიმია/ბიოქიმიის და კომპიუტერული მეცნიერების დარგებში.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია რუსთაველის ეროვნულ თეატრში გაიმართა. სპეციალურად ამ ცერემონიისთვის საქართველოს ეწვია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური დელეგაცია, უნივერსიტეტის პრეზიდენტის, ადელა დე ლა ტორეს ხელმძღვანელობით.
„საქართველოს ბანკი წლებია ახალგაზრდების ხარისხიანი სწავლისა და მათი მომავლისთვის მნიშვნელოვან შესაძლებლობებს ქმნის. სწორედ ამ მიზნით ახორციელებს ისეთ საგანმანათლებლო პროექტებს, როგორიცაა: ფულბრაიტის, ჩივნინგის, Miami Ad School Europe-ის სასტიპენდიო პროგრამები. უკვე 4 წელია საქართველოს ბანკი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში 10 სტუდენტს სწავლას სრულად უფინანსებს. წელს კი სტიპენდიანტებმა უკვე მიიღეს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ბაკალავრის ხარისხი საინჟინრო და ტექნოლოგიური მიმართულებით. მოხარული ვართ, რომ ჩვენც მიგვიძღვის ჩვენი მოკრძალებული წვლილი ძალიან საინტერესო მიმართულებებით ნიჭიერი ახალგაზრდების განათლებაში, რომლებიც დარწმუნებული ვართ, ამ ცოდნას საკუთარი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზებასა და ტექნოლოგიური მიმართულების განვითარებას მოახმარენ. გვინდა მივულოცოთ მათ ხარისხის მიღება და ვუსურვოთ წარმატებები კარიერულ გზაზე“-, აცხადებენ საქართველოს ბანკში.
“წელს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებს საქართველოში 160 კურსდამთავრებული ჰყავს, რომლებიც მზად არიან ჩაერთონ ქვეყნის მდგრადი განვითარებისთვის საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა სფეროში ინიცირებული პროექტების განხორციელებაში. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე გამოშვების 54% სწავლას წარჩინებით ასრულებს და კურსდამთავრებულთა 45% ქალია, რაც სდსუ საქართველოს მიერ აქამდე განხორციელებული, STEM დარგებში ქალთა ჩართულობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური ღონისძიებების შედეგია. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო უნარითა და ცოდნით, რათა საკუთარი წვლილი შეიტანონ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში და ინოვაციური მიდგომებით გადაჭრან გლობალური პრობლემები”- განაცხადა ჰალილ გუვენიმ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დეკანმა.
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ:
უნივერსიტეტი დაარსდა 1897 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მის მიზანს ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო უმაღლესი განათლების შეთავაზება წარმოადგენს. 2015 წლიდან სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტებს საქართველოში სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC), აშშ-ის საბაკალავრო პროგრამებს საბუნებისმეტყველო-საინჟინრო (STEM) დარგებში. პროგრამები ხორციელდება საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით, ესენია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. სან დიეგოს უნივერსიტეტში სწავლობენ სტუდენტები მთელი მსოფლიოდან. მისი სასწავლო პროგრამები 191 მიმართულებას მოიაზრებს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა რაოდენობა ყოველწლიურად 9 000 სტუდენტს აღემატება.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
კომენტარები