0 3 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ

14-15 მაისს, თიბისი კონცეპტი და They Said Books წარმოგიდგენთ რიგით მეექვსე წიგნების საგაზაფხულო ბაზრობას, სადაც ძველი და იშვიათი წიგნების მრავალფეროვანი სელექცია დაგხვდებათ. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებზე ვრცელდება 10%-იანი ქეშბექი.

·         მისამართი: They Said Books, გ. ახვლედიანის 10

·         დრო: 13:00 – 22:00

ასევე, They Said Books-თან პარტნიორობის ფარგლებში, 13 მაისს, 18:00 საათზე, თიბისი კონცეპტის სივრცე უმასპინძლებს შეხვედრას, რომლის მოდერატორიც იქნება ნინო დარასელი.

შეხვედრაზე მომხსენებლები მიმოიხილავენ: პოეზიას, პროზასა და მუსიკას. შეეხებიან ისეთ დიდ ავტორებსა და მუსიკოსებს , როგორებიც    ჟან ჟენე, ჰენრი მილერი, სილვია პლათი, კურტ კობეინი და ჯიმ მორისონი იყვნენ.

შეხვედრას სამი ყველასათვის ცნობილი და საყვარელი სპიკერი ეყოლება:

* დიანა ანფიმიადი- მწერალი , პოეტი და ფილოლოგია, 2009 წელს მისმა კრებულმა „ შოკოლადი“ ლიტერატურული პრემია „საბა“ მიიღო, ნომინაციაში - წლის საუკეთესო დებიუტი.

*რეზი ხუნწელია- მუსიკალური ჟურნალისტი, რადიო წამყვანი და როგორც კონსერვატორიის, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორია.

*მაკა კასრაძე- რადიო წამყვანი და გამომცემლობა „ზებრა“-ს ხელმძღვანელია.

შეხვედრა გაიმართება თიბისი კონცეპტის ბიბლიოთეკაში, მარჯანიშვილის 7-ში.

შეხვედრაზე დასასწრებად გთხოვთ, დარეგისტრირდეთ: conceptevents.ge

 

ღონისძიების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ბმულს: https://link.tbc.ge/Book-club

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები