0 5 : 3 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ ქალაქ გორში ადგილობრივი ბიზნესისთვის ფორუმი გამართა

80-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი შეიკრიბა გორში, თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც  გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

 

რეგიონული ფორუმის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესების მხარდაჭერა, მათთან შეხვედრა, ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება იყო.

 

„ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. ჩვენ გორში შევკრიბეთ შიდა ქართლში რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები,  ვისაუბრეთ გამოწვევებზე, გავაცანით სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. 

 

ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, პროექტების მხარდაჭერასა და დონორებთან ურთიერთობებზე.

 

„ზოგადად მსგავს აქტივობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებისთვის, რადგან აქ მოსულ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დასვან მათთვის საჭირო და რელევანტური კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები,“ - მარიამ ქოიავა, Savvy Consulting - ის მმართველი პარტნიორი.

 

„თიბისის ეს წამოწყება - რეგიონული ბიზნესფორუმები, ვფიქრობ, კარგი საშუალებაა, გლობალური თუ ადგილობრივი თემები დავინახოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა პერსპექტივიდან.  ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური მიმართულება უფრო სტრატეგიულ ჭრილში და დიდ სურათში დაენახათ,“ -  შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი პარტნიორი.

 

გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაც იყო.  ფორუმში მონაწილეობა შიდა ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებმა მიიღეს. 

 

„ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო ექსპორტთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ მეწარმეებისათვის, ვისაც არა აქვს შესწავლილი, მაგრამ მომავალში აპირებს, რომ ამ მიმართულებით განავითაროს თავისი ბიზნესი,“ - ზურაბ გოჯიაშვილი, „აგრო გორის“ დამფუძნებელი.

 

ეს იყო პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს თიბისიმ ჩაატარა, მსგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.  

კომენტარები

მსგავსი სიახლეები