0 7 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ერთად ,,ცოდნის კაფეს“ ასაშენებლად

წნორში, საზოგადოების უკეთესი განათლებისთვის, სოციალიზაციისთვის, ახალი ინტერესების თუ უნარების აღმოჩენისა და განვითარებისთვის აგურ-აგურ შენდება „ცოდნის კაფე.“ დონაციების, მეგობრებისა თუ თანამოაზრეების გვერდში დგომით წლებია ეს მულტიფუნქციური სივრცე არსებობს, თუმცა წელს განსაკუთრებული მისია იკისრა და გაფართოების მიზნით საკუთარი შენობის მშენებლობას შეუდგა.

სტუმრების სიმცირეს არც აქამდე უჩიოდნენ, თუმცა განახლებულ სივრცეში კიდევ უფრო მეტ მკითხველს ელოდებიან. მათ დასახვედრად მზადებაც უკვე დაწყებულია. უფრო გულუხვი მასპინძლობისათვის პროცესში თავისი აგურის დადება "თეგეტა ჰოლდინგმაც” გადაწყვიტა. კომპანიის წარმომადგენლები კახეთში გაემგზავრნენ, თან წაიყავნეს გურჯი ხათუნი, მარიტა და ელიოზი ნატვრის ხიდან, ბანდიტი ბებია და ჭრაჭუნები ბავშვებისათვის, ანა კალანდაძის ლექსებიც წაიღეს და არც უცხოური ლიტერატურა დავიწყებიათ. ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი გვიყვება, რომ მხატვრული ლიტერატურა წნორის მცხოვრებლებმა თავად შეარჩიეს.

დაგვიკავშირდა თეგეტა, გამოგვკითხა რა წიგნები არ გვქონდა ამ ეტაპზე, რა გვაკლდა, რეგიონის მცხოვრებლებს რისი ინტერესი ჰქონდათ. ჩვენთან აქტიურად დადიან ახალგაზრდა მკითხველები და მათ სულ ვეკითხებით რა ტიპის წიგნებს კითხულობენ. ასევე გვაქვს 60+ ბიბლიოთეკა. ვიცით რა ტიპის ლიტერატურას ანიჭებენ უპირატესობას ისინი. ამის მიხედვით შევქმენით წიგნების ბაზა. ახალცოდნის კაფეშიგვექნება ქართული და ინგლისურ ენოვანი დიდი ბიბლიოთეკა. შედეგად, რეგიონში მეტად განვითარების შესაძლებლობა ექნებათ ახალგაზრდებს და 60 წელს გადაცილებულ ადამიანებსაც. მათი სოციალიზაცია ვფიქრობთ, რომ სრულად მოხერხდება ჩვენს სივრცეში.“

„ცოდნის კაფე“ რეგიონის ერთადერთი მულტიფუნქციური სივრცეა, რომლითაც წნორის მოსახლეობა სრულიად უსასყიდლოდ სარგებლობს. საგანმანათლებლო ცენტრს ყოველდღიურად სტუმრობენ ბავშვები, მოზარდები, საშუალო ასაკის ადამიანები და მოხუცები. მხარდამჭერებისგან მიღებული თანხა კი სრულად ხმარდება „ცოდნის ფონდსა“ და არაფორმალური განათლების დაფინანსებას.

 

ჩვენნაირი ორგანიზაციებისთვის ბიზნესის მხარდაჭერა ნიშნავს გადარჩენას. ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ შემთხვევაში თეგეტამ. ვფიქრობთ, ასევე ერთობლივი ძალებით მომავალშიც შევძლებთ არა ერთი აქტივობა დავგეგმოთ რეგიონის განვითარებისთვის. იმ ქვეყნებში, სადაც ბიზნესი განათლების ხელშეწყობის პროცესშია ჩართული, უკეთესი სამოქალაქო საზოგადოება ყალიბდება“ - ცოდნის კაფეს თანადამფუძნებელი ქეთი მოლაშვილი.

თეგეტა ჯგუფის მასშტაბური კამპანიის ფარგლებში, „ცოდნის კაფე“ ზრუნვის პლატფორმაზეც განთავსდა, - ვებგვერდზე tegeta.care  "ცოდნის კაფეს“ მარტივად იპოვით და სურვილის შემთხვევაში შეძლებთ მის განვითარებაში საკუთარი წვლილიც შეიტანოთ. „ცოდნის კაფე“ ახალი ბიბლიოთეკით, უფრო მეტი წიგნით, უფრო კომფორტული სივრცეებითა და განახლებული ძალებით შემოდგომაზე გაიხსნება. მანამდე კი ყველას, ვისაც სოციალური საწარმოს მშენებლობაში წვლილის შეტანა სურს, ზრუნვის პლატფორმა tegeta.care ყველასათვის ღიაა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები