0 7 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„აჭარაბეთს“ პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის ჯილდო გადაეცა

"პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის " არის გაეროს გლობალური შეთანხმების უკრაინის ქსელის ჯილდო - მდგრადობის, მშვიდობის, გარემოს დაცვითი და ეკონომიკური ლიდერობისთვის.

 

ჯილდო მიზნად ისახავს სტიმული მისცეს ბიზნესს და მის  თანამშრომლებს მდგრადი სტრატეგიების განხორციელებისთვის.

 

2 დეკემბერს, უკრაინაში გამართული ცერემონიის ფარგლებში გამოვლინდნენ კონკურსის გამარჯვებულები და ფინალისტები კატეგორიებში: საზოგადოება, პლანეტა, მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება. კომპანია „აჭარაბეთს“  ჯილდო გადაეცა ეკონომიკური ზრდის ფინალისტების კატეგორიაში.

 

ჯილდო 2018 წლიდან გადაეცემა გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელს უკრაინაში, რათა ხელი შეუწყოს მდგრადი განვითარების მიზნებს და პარტნიორობას ბიზნესს, ბიზნეს ასოციაციას, მთავრობებს, სამოქალაქო საზოგადოებას და აკადემიას შორის.

 

“ აჭარაბეთისთვის“ CSR ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ჩვენ გვჯერა, რომ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა ნიშნავს საკუთარი ნებით აიღო გარკვეული პასუხისმგებლობა და შეასრულო ისინი საზოგადოების წინაშე. სწორედ ამიტომ შევქმენით CSR პლატფორმა „ინიციატივა“,რომლის მიზანია წვლილი შეიტანოს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან, აქტუალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ საკითხებში.ბიზნესისთვის ასეთი სახის ღონისძიებები უაღრესად მნიშვნელოვანია. ეს არის სტიმული და მოტივაცია, ბიზნესის საქმიანობის აღიარება, დანახვა და დაფასება, რაც ძალიან კარგი ფაქტია“-განაცხადა აჭარაბეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ნინი გუჯაბიძემ.

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები