0 7 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტამ ზრუნვის მასშტაბური კამპანია დაიწყო

 

მხოლოდ ზრუნვით და საერთო ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ახალი წელი ყველასათვის ჯადოსნური გავხადოთ, -  თეგეტა ჰოლდინგი მასშტაბურ საახალწლო კამპანიას იწყებს.

 

"ზრუნვა ცვლის სამყაროს“, - ასეთია თეგეტას წლევანდელი კამპანიის კონცეფცია, რომლის გარშემოც კომპანიამ არა ერთი აქტივობა დაგეგმა. ამ იდეით შეიქმნა

ვებ-პლატფორმა tegeta.care, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაციებს აერთიანებს. საიტი დღეიდან, პირველი დეკემბრიდან ამოქმედდა. მსურველებს უკვე აქვთ საშუალება  მათთვის სასურველი ბენეფიციარი აირჩიონ და დონაციაში თავად ჩაერთონ. პლატფორმა ამ ეტაპზე ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილს მოიცავს და მათი ჩამონათვალი ყოველდღიურად გაიზრდება.

 

მარიამ კარკალაია - თეგეტას მარკეტინგის დირექტორი: ადამიანების უმრავლესობას აქვს სურვილი, რაიმე მნიშვნელოვანი სასიკეთო ცვლილების თანამონაწილე გახდეს. თუმცა, ხშირად, ბევრი  ფიქრობს, რომ ამის მიღწევა მხოლოდ რაიმე დიადი საქმით - გმირული ქმედებითაა შესაძლებელი.

სინამდვილეში კი, თითოეულ ჩვენგანს ყოველდღიურად აქვს შანსი, ერთი მზრუნველი ქმედებით  მიანიჭოს ბედნიერება, განსაზღვროს ერთი ადამიანის ცხოვრებასწორედ ამაშია ზრუნვის უდიდესი ძალა — ზრუნვა მართლაც ცვლის სამყაროს. სწორედ ამ დაკვირვებაზე ავაგეთ წინასაახალწლო კამპანია.“

ნათიკა ბერძული - თეგეტას სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი:ზრუნვის ძალის თეგეტაში ყოველთვის გვჯეროდა. რომ დასვათ კითხვა, რას საქმიანობს თეგეტა? ჩვენი პასუხი იქნებოდა - თეგეტა ზრუნავს. ზრუნავს, რომ მომხმარებელს ავტომობილის ფლობის გამოცდილება გაუმარტივოს. ზრუნავს, რომ ბიზნესი განვითარდეს. ზრუნავს, რომ განათლების დონე ამაღლდეს. ზუსტად ამიტომ ვეხმარებით სხვადასხვა ორგანიზაციას და ამიტომ შევქმენით პლატფორმა - Tegeta Care. გვინდა შემოგვიერთდნენ, ვისაც ამის შესაძლებლობა და სურვილი აქვს და მარტივად გააკეთონ დონაცია. ასე ერთობლივად უფრო მეტს შევძლებთ, უფრო მეტს დავეხმარებით.  ამავდროულად, www.tegeta.care ერთგვარი მედიაპლატფორმაა საქველმოქმედო ორგანიზაციებისთვის.“

თეგეტას საახალწლო კამპანია ვიდეოსაც მოიცავს, რომელიც ადამიანებს ზრუნვის საჭიროებას შეახსენებს და აჩვენებს, რომ გარშემო უამრავი რამაა, რისი შეცვლაც ჩვენს ხელშია და უყურადღებოდ არ უნდა დაგვრჩეს. 

 

ვიდეოს საუნდტრეკი აგებულია ვაჟა-ფშაველას ცნობილ ლექსზე - "რამ შემქმნა ადამიანად”. მუსიკალური კომპოზიცია კი, Sophie Villy-იმ შექმნა და ვოკალური შესრულებაც მას ეკუთვნის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები