გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი (გაცემული ეროვნულ ვალუტაში) ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტენდენციას ქვეყანში, მიუხედავად პანდემიური რეალობისა.
ლუქსემბურგი, 22 ოქტომბერი 2021 – EFSE-მ (ევროპული ფონდი სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპისთვის) თიბისი ლიზინგს, მის ახალ პარტნიორს საქართველოში 6 მილიონი აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) სესხი გამოუყო მცირე და საშუალო საწარმოების კაპიტალური ხარჯების დაფინანსებისთვის.
თიბისი ლიზინგი ბაზრის 73%-იანი წილით ქვეყნის წამყვანი სალიზინგო კომპანიაა. დამფუძნებელი თიბისი ჯგუფისა და დაფინანსებული აქტივების ღირებულების წყალობით ბრენდის საკმაოდ მაღალი ცნობადობითა და დადებითი რეპუტაციით სარგებლობს. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ თიბისი ლიზინგის მიერ ადგილობრივ ვალუტაში გაცემული სესხი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას, გაზრდის მათ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას და მისცემს საშუალებას შექმნან მეტი სამუშაო ადგილი პოსტ-პანდემიური კლიმატის პირობებში.
„მცირე და საშუალო საწარმოები ქმნიან ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ ხერხემალს, ეს განსაკუთრებით შესამჩნევია საქართველოში. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ისეთ ფინანსურ პროდუქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, რომლებიც დასახავენ და ხელს შეუწყობენ ბიზნესის ზრდის ტენდენციას, განსაკუთრებით კი პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად. ის ფაქტი, რომ სესხი ადგილობრივ ვალუტაშია, ასევე ხელს შეუწყობს ბიზნესის მდგრად განვითარებას, რადგან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები დაცული იქნებიან გაცვლითი კურსის რისკებისგან. თიბისი ლიზინგის სახით ჩვენ შევიძინეთ ჩამოყალიბებული პარტნიორი, რომელსაც აქვს ფართო ბაზარი, რათა გამოიყენოს ჩვენი ინვესტიცია მაქსიმალური გავლენისთვის. ”- კლაუს მიულერი, EFSE საბჭოს თავმჯდომარე.
”ეს არის EFSE– სთან პარტნიორობის შესანიშნავი დასაწყისი და თიბისი ლიზინგისა და Finance in Motion გუნდების რამდენიმე თვიანი ერთობლივი წარმატებული მუშაობის დასტური, რომელმაც დიდი ხნის სასურველი ნაყოფიერი შედეგი გამოიღო. დამატებით 6 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის რესურსის მოზიდვა, რომელიც მთლიანად ლარში იქნება ათვისებული, საშუალებას მოგვცემს ლიზინგით დავაფინანსოთ მცირე და საშუალო ზომის საწარმოები, რომლებიც განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან უცხოურ ვალუტასთან მიმართებით და, როგორც წესი, არ გააჩნიათ შემოსავლები უცხოურ ვალუტაში. ჩვენი სტრატეგია ითვალისწინებს ლიზინგის პროდუქტების მაქსიმალურად მორგებას კონკრეტულ კლიენტთა სეგმენტებზე და ინდუსტრიებზე. EFSE- ის მიერ გამოყოფილი დაფინანსება კი სწორედ ასეთი, სპეციალური პროდუქტების შექმნას მოხმარდება, რაც ნამდვილად დაგვეხმარება დასახული მიზნების განხორციელებაში” - გაგა გოგუა, თიბისი ლიზინგის გენერალური დირექტორი.
ამ ინვესტიციის მეშვეობით, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს ბიზნესის ზრდას მანქანა-დანადგარების, სამშენებლო, საწარმოო აღჭურვილობისა და ბიზნეს გადაწყვეტილებებზე ორიენტირებული საწარმოების იჯარით გაცემის გზით. თიბისი ლიზინგი ხელს შეუწყობს პირველ რიგში ისეთ ინიციატივების განხორციელებას, როგორებიცაა: SDG 8-ს ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა და SDG 9 მრეწველობა, ინოვაცია და ინფრასტრუქტურა.
EFSE– ს შესახებ
2005 წელს დაფუძნებული გავლენიანი საინვესტიციო ფონდი, ევროპის ფონდი სამხრეთ ევროპისთვის (EFSE) მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ეკონომიკურ განვითარებას და კეთილდღეობას სამხრეთ -აღმოსავლეთ ევროპასა და აღმოსავლეთ სამეზობლო რეგიონში მიკრო და მცირე საწარმოების განვითარებას ინვესტიციის განხორციელების გზით, ასევე კომპლებისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებით.გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსური სერვისების ხელმისაწვდომობა ამ სეგმენტისთვის უმთავრესია, EFSE ყურადღებას ამახვილებს ადგილობრივი ფინანსური სექტორების დახმარების გაძლიერებაზე, რათა მათ თავისმხრივ უზრუნველყონ ამ სამიზნე ჯგუფების დაფინანსება. საინვესტიციო საქმიანობის პარალელურად, ადგილობრივი პარტნიორების მეშვეობით, EFSE აძლიერებს თავის გავლენას EFSE განვითარების მექანიზმის საშუალებით, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ დახმარებას, ტრენინგს და სხვა არა მატერიალურ დახმარებას მეწარმეებისა და ინსტიტუტებისათვის.
EFSE ინიცირებულია KfW განვითარების ბანკის მიერ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და ევროკომისიის ფინანსური მხარდაჭერით. როგორც ერთ-ერთი პირველი კერძო-საჯარო ფონდი, EFSE იძიებს კაპიტალს დონორი სააგენტოებიდან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და კერძო ინსტიტუციონალური ინვესტორებიდან.
Finance in Motion GmbH, გერმანია, EFSE– ს მრჩეველია, ხოლო Hauck & Aufhäuser Fund Services S.A., ლუქსემბურგი, მენეჯერის ფუნქციას ასრულებს.
სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.efse.lu
Finance in Motion GmbH-ის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.finance-in-motion.com
თიბისი ლიზინგი წარმოადგენს თიბისი ჯგუფის წევრსა და უმსხვილეს სალიზინგო კომპანიას საქართველოში. ორგანიზაციას აქვს 17 წლიანი გამოცდილება ინდუსტრიაში და ფლობს ბაზრის 73%-იან წილს. კომპანიას ჰყავს მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო დონორი და პარტნიორი. დღეის მდგომარეობით, თიბისი ლიზინგი აქტიურია თითქმის ყველა ბიზნეს სექტორში და სპეციალიზირებულ ფინანსურ პროდუქტებს სთავაზობს სამედიცინო, სატრანსპორტო, HORECA, სავაჭრო, სასოფლო -სამეურნეო, განახლებადი ენერგიის ინდუსტრიებს და სხვა, ასევე, ეხმარება ფიზიკურ პირებს საკუთარი ბიზნესის განვითარებაში.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
კომენტარები