გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
|
სტარტაპის შექმნა და შენარჩუნება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მათი ნაწილი პირველივე წელს იხურება, ხოლო ბაზარზე საკუთარ ადგილს პოულობენ ის სტარტაპები, რომლებიც მუდმივად სწავლობენ, უსმენენ მომხმარებელთა მაჯისცემას და ქმნიან ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ პროდუქტებს ციფრული სამყაროსთვის. ესაა სფერო, სადაც სიახლეები არასდროს ილევა, სტარტაპის გაძლიერებისთვის კი ამ სიახლეებს მუდმივად უნდა ეძებდე.
სწორედ ამ მიზნით — სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანების ცოდნის ასამაღლებლად და ბიზნესის მხარდასაჭერად თიბისიმ სტარტაპ კურსი შექმნა. ესაა კურსი-გზამკვლევი, სადაც პროფესიონალები ბიზნესის დაწყების მსურველებს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.
კურსი შვიდი მოდულისგან შედგება და მოიცავს გზას იდეის გაჩენიდან ინვესტორებთან წარსადგენი ე.წ. pitch-ის მომზადებამდე. ეს ლექციებია:
აქვე, შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ მომავალ ლექციებზე ან სრულ კურსზე - https://bit.ly/Startuperi სტარტაპ კურსი სრულად დაფინანსებულია თიბისის მიერ და მონაწილეებისათვის უფასოა.
ლექტორები მიიჩნევენ, რომ სტარტაპ კურსი მსმენელებს ახალი იდეების ჩამოყალიბებასა და ბიზნესსაქმიანობის უკეთ წარმართვაში აუცილებლად დაეხმარება. მათ ხედვებს ამ ბლოგში უფრო ახლოს გაგაცნობთ.
მომხმარებელზე ორიენტირებული პროდუქტის შექმნა — გიგი ჯანელიძე
გიგი ჯანელიძე თიბისის დიზაინ ტრანსფორმაციის ხელმძღვანელია და უკვე 15 წელია, დიზაინის სფეროში საქმიანობს. მის სესიაზე სტარტაპერობით დაინტერესებული ადამიანები გაიგებენ, როგორ შეიძლება გუნდი მომხმარებელს დაუახლოვდეს და გახდეს ემპათიური.
“დღეს მომხმარებლებს გადაწყვეტილების მისაღებად დიდი არჩევანი და ნაკლები დრო აქვთ. თუ თქვენ და თქვენი გუნდი მუდმივად არ იქნებით მომხმარებელთან კავშირში, არსებობს იმის რისკი, რომ ძალიან დიდი დრო და ენერგია დახარჯოთ ნაკლებად ფასეულ საკითხებზე. არც ის უნდა დაივიწყოთ, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გაქვთ შეგროვებული, უკეთესი იდეების გენერირების მით მეტი შესაძლებლობა გიჩნდებათ”, — ამბობს გიგი.
შეხვედრაზე ლექტორი აუდიტორიას გაუზიარებს ინფორმაციას იმ მეთოდებსა და პროცესებზე, რომლებსაც მომხმარებელზე ორიენტირებული ტექნოლოგიური კომპანიები იყენებენ. ასევე მიმოიხილავს Agile მეთოდოლოგიას, Design Thinking-ის მეთოდოლოგიებს და პრაქტიკებს.
ბიზნესმოდელის განსაზღვრა — თორნიკე ჩხაიძე
ბიზნესმოდელის განსაზღვრის შესახებ სტარტაპ კურსზე თორნიკე ჩხაიძე ისაუბრებს. იგი საკონსულტაციო კომპანია SavvY-ს, სტარტაპ Ukve-ს და crowdfund.ge-ის თანადამფუძნებელია.
“ეს კურსი გახდება ერთგვარი სახელმძღვანელო (იდეის გენერირებიდან მისი აღსრულებამდე) ნებისმიერი ადამიანისთვის, იმისდა მიუხედავად, აქვს ბიზნესიდეა თუ არა”, — ამბობს თორნიკე.
შეხვედრა თეორიულთან ერთად პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავს და უკეთ გაერკვევით, რა არის ბიზნესმოდელი, რა ტიპის ბიზნესმოდელები არსებობს სტარტაპებისთვის, გაიცნობთ lean canvas მოდელს და ააწყობთ ბიზნესმოდელს საკუთარი იდეების მიხედვით.
“დარწმუნებული ვარ, ღირებულ ინფორმაციას მიიღებს ყველა ის ადამიანი, ვინც კურსს გაივლის. ველი განსხვავებულ ადამიანებს, განსხვავებული იდეებით, რაც თავად კურსსაც საინტერესოს გახდის”, — აღნიშნავს თორნიკე.
სტარტაპის ფინანსების მართვა — შალვა ახრახაძე
შალვა ახრახაძეს 15-წლიანი გამოცდილება აქვს ფინანსების მიმართულებით და უკვე მეათე წელია აქტიურადაა დაკავებული აკადემიური საქმიანობით. სტარტაპ კურსზე იგი დამსწრეებს გააცნობს იმ ფინანსურ პრინციპებს, რომლებიც სტარტაპებს ყოველდღიურად დაეხმარება.
“ამ სესიაზე დამსწრეებს ექნებათ შესაძლებლობა, პასუხი მიიღონ მათთვის აქტუალურ ნებისმიერ ფინანსურ კითხვაზე”, — ამბობს შალვა.
იგი სტარტაპ კურსის ინიციატივას დროულს უწოდებს: “საბედნიეროდ, ჩვენს რეალობაში ყოველდღიურად უამრავი ახალი სტარტაპი იქმნება. ძალიან ხშირად სტარტაპერებს ბევრი კითხვა აქვთ, რაზეც პასუხი სწრაფად და ეფექტიანად სჭირდებათ. შესაბამისად, ამ ინიციატივას ვუყურებ როგორც ძალიან დროულს და ვთვლი, რომ ძალიან მადლიანი საქმეა”, — ამბობს იგი.
შალვა აღნიშნავს, რომ აუდიტორიასთან შეხვედრის დიდი მოლოდინი აქვს. სესიაზე კი განიხილავს სტარტაპებისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ საკითხებს და უპასუხებს დამსწრეებისთვის აქტუალურ კითხვებსა და პრობლემებს.
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...
სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...
გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...
თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...
თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...
თიბისი კონცეპტი ქოუჩინგ ლაბთან პარტნიორობით იწყებს მიღებას გუნდური ქოუჩინგის საერთაშორისო პროგრამის მესამე ნაკადზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“, რომელიც თბილისში 12-14 დეკემბერს ჩატარდ...
ნოემბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები