ბიზნესი
ნამახვანის მედიაცია: საქართველოს მთავრობა მიჰყვება შაბათს მიღწეულ შეთანხმებას
2021-06-18 12:20:45
რიონის ხეობაში, შსს-მ დაიწყო რკინის ბარიერების დემონტაჟი ნამახვანის პროექტის სამშენებლო არეალში. ანგარიშის თანახმად, ეს შაბათს გამართული მოლაპარაკების ერთერთი აუცილებელი პირობაა, რომლის მედიაციასაც აწარმოებდა დირკ ბუშლე და ალექსანდრა ბუჯაროსკა, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს წარმომადგენლები.
„აღნიშნული ქმედება, მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია რიონის ხეობაში სიტუაციის განსამუხტავად. ახლა უმთავრესია, პროტესტის მონაწილეებმაც შეასრულონ პირობა: ის რომ პროტესტი გაგრძელდება მშვიდობიანად, კანონის და საკუთრების უფლების პატივისცემით და აგრეთვე პოლიციის ინსტრუქციების შესაბამისად, რომ არ მოხდება პროექტის სამშენებლო არეალის ბლოკირება. კანონის პატივისცემა და ყველას უსაფრთხოება, ასევე ყველაზე მნიშვნელოვანი პირობაა, პროცესის შემდგომ ნაბიჯებზე მოლაპარაკებების გაგრძელებისთვის"- განაცხადა დირექტორის მოადგილემ, დირკ ბუშლემ.
კომენტარები