1 3 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრუსიკით რანაირად ხართ სამშობლოს დასაცავად მოსულიო - ზუკა ბერძენიშვილი და სალომე ბარკერი რიონის ხეობის მცველებმა აქციიდან გააგდეს

რესპუბლიკის მოედანზე ვითარება დაიძაბა - კარვების ტერიტორიაზე ზუკა ბერძენიშვილი და სხვა სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ, იმისთვის რომ მხარდაჭერა გამოეცხადათ, მაგრამ რიონის ხეობის მცველებმა მათ ტერიტორიის დატოვება მოსთხოვეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათ გურამ ფალავანდიშვილის შვილი დაუპირისპირდა და მისთვის მიუღებელი სამკლაურის გამო, აქციიდან გაძევება სცადა.

"მოკლე შორტი ეცვა და ტრუსიკით რანაირად ხართ სამშობლოს დასაცავად მოსულიო" - აცხადებს ზუკა ბერძენიშვილი რესპუბლიკის მოედანზე მომხდარ ინციდენტზე.

ინციდენტი რესპუბლიკის მოედანზე ცოტა ხნის წინ მოხდა. რიონის ხეობის მცველების აქციაზე სამოქალაქო აქტივისტებს- ზუკა ბერძენიშვილსა და სალომე ბარკერს ტერიტორია დაატოვებინეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები