1 3 : 2 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვარლამ გოლეთიანსა და რიონის ხეობის ადგილობრივ მოსახლეობას შორის მცირე ინციდენტი მოხდა

ცოტა ხნის წინ, სოფელ გუმათში ადგილობრივ მოსახლეობასა და „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეთა შორის დაპირისპირება იყო.

მცირე ინციდენტი ადგილობრივების პროტესტს მოჰყვა, ისინი ვარლამ გოლეთიანს საკუთარ სახლებთან მისასვლელი გზის გახსნას სთხოვდნენ.

სოფელ გუმათის მოსახლეობას, სახლში მისვლა სხვა სოფლების გავლით უწევთ და როგორც ისინი აცხადებენ, ამის გამო სერიოზული პრობლემები აქვთ.

„გავიგე პროტესტის შესახებ და მოვედი, ამ ადამიანების გვერდით ვდგავარ, რადგან გადაკეტილია ყველაფერი. სახლთან მისასვლელ გზას როგორ მიკეტავენ?“ - აცხადებს რიონის ხეობის მკვიდრი გივი ჩანკვეტაძე.

რიონის ხეობის მკვიდრის, მზია მაღლაფერიძის თქმით კი, ბოლო პერიოდში ხეობაში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ცხოვრება ძალიან რთული გახდა ადგილობრივებისათვის.

” რამდენიმე სოფლის გავლა გვიწევს სახლში, რომ მივიდეთ, გვეხარჯება საწვავი, რომელიც ასე გაძვირდა, გვაქვს მუდმივი შიში...გვინდა, რომ ხეობაში სიმშვიდე იყოს და გაიხსნას გზა, რათა ადგილობრივებმა თავისუფლად შევძლოთ სახლში მისვლა“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები