1 3 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

შეუკვეთე მაგთის სერვისები ონლაინ MyMagti-ის საშუალებით

დღეიდან მობილური აპლიკაცია MyMagti-ის საშუალებით უკვე შეგიძლიათ ონლაინ შეკვეთის სერვისით სარგებლობა და ისეთი მომსახურების მიღება, რისთვისაც უწინ ოფისში მისვლა იყო აუცილებელი, კერძოდ: 

  • სასურველი ნომრის შერჩევა და ქსელში ჩართვა
  • პორტირება
  • SIM-ბარათის შეცვლა ან ახლის შეკვეთა
  • TV პულტის შეკვეთა
  • WiFi მოდემის შეკვეთა 

სერვისების მისაღებად საჭიროა, ჩამოტვირთოთ აპლიკაცია MyMagti (თუ ჯერ არ გაქვთ ჩამოტვირთული), შეარჩიოთ სასურველი პროდუქტი, შეავსოთ საჭირო ველები (მისამართი, საკონტაქტო და ა.შ.), გადაიხადოთ თანხა და დააფიქსიროთ შეკვეთა. 

მობილური აპლიკაცია MyMagti თქვენს სმარტფონში მაგთის ოფისის ფუნქციას ასრულებს, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ: ბალანსის  შემოწმება, ანგარიშის შევსება, ბარათით გადახდა, სასურველი პაკეტების/სერვისების შეძენა და ავტომატურად განახლება, კოქტეილის არჩევა ან  შექმნა, TV არხების დამატება, ინტერნეტსიჩქარის გაზრდა,WiFi პაროლის შეცვლა, ამ ყველაფერს კი უკვე ონლაინ შეკვეთის სერვისიც დაემატა.  

„დისტანციური სერვისების არსებობა და მათზე გამარტივებული წვდომა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ცხოვრების აჩქარებულმა რიტმმა და პანდემიამ კიდევ უფრო დიდი მოთხოვნა გააჩინა დისტანციურ სერვისებზე. ტელესაკომუნიკაციო დარგში მაგთიკომი პირველი იყო, რომელმაც მომხმარებლებს მობილური აპლიკაციის სახით დისტანციური სერვისი შესთავაზა, მას შემდეგ კომპანია მუდმივად ავითარებს ამ მიმართულებას და დროის გამოწვევების საპასუხოდ, ახალ ფუნქციებს და სერვისებს უმატებს მას. 

დღესაც, ახალი სერვისის - ონლაინ შეკვეთის დამატებით, ვფიქრობთ, მეტ კომფორტს შევუქმნით ჩვენს მომხმარებლებს და გავუმარტივებთ წვდომას მაგთის სერვისებზე“,- აცხადებენ მაგთიკომში. 

ბმული ვებ გვერდზე - www.magticom.ge/onlineorder

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...

  • 12:34

    თიბისიმ, კორპორაციული ბიზნესკლიენტების მწვანე პროე...

    თიბისიმ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან - EBRD, ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში, მწვანე პროექტების დაფინანსებისთვის, 3 მილიონი ლარი მიიღო, რაც კორპორაციულ ბიზნესკლიე...