ბიზნესი
კომპანია აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ ,,ფემინას“ შორის თანაშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
2021-03-17 22:26:58
კომპანია „აჭარაბეთმა“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით კიდევ ერთი ინიციატივის შესახებ განაცხადა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა აჭარაბეთის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმა „ინიციატივასა“ და ფონდ „ფემინას“ შორის. მემომორანდუმის ფარგლებში კომპანია „აჭარაბეთი“ ხელს შეუწყობს ფონდის ბენეფიციარებს გაუჩნდეთ წვდომა განათლების მისაღებად.
კერძოდ, „აჭარაბეთის“ მხრადაჭერით 22 ქალს ექნება შესაძლებლობა ჩაერთონ პროექტში, გადამზადდნენ 6 თვიანი სრულფასოვანი კურსით ინგლისური ენის შესწავლის მიზნით და საოფისე პროგრამებში.
4 სტუდენტი ქალი შეძლებს დაასრულოს უმაღლეს სასწავლებელში სწავლა, გაზაფხულის სემესტრის სასწავლო გადასახადის სრულად დაფარვით.
„აჭარაბეთის მიზანია, მხარი დავუჭიროთ ფონდ „ფემინას“ ბენეფიციარებს და მივცეთ განათლებაზე წვდომის შესაძლებლობა. კომპანიისთვის, მნიშვნელოვანია „ინიციატივის“ ფარგლებში განვახორციელოთ სწორედ ისეთი აქტივობები,რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს გადალახონ ბარიერები და განვითარდნენ. „ინიციატივის“ ხელშეწყობით ფონდის ბენეფიციარებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ ინგლისური ენა და გადამზადდნენ საოფისე პროგრამებში, ხოლო ის ბენეფიციარები რომლებიც უნივერსიტეტის დასრულებას ვერ ახერხებდნენ ფინანსების არქონის გამო, სრულად დაუფინანსდებათ სწავლის საფასური.“– აღნიშნა „აჭარაბეთის“ წარმომადგენელმა ნინი გუჯაბიძემ.
"ფონდი ფემინა 2020 წლიდან ზრუნავს მარტოხელა დედების , სოცდაუცველი სტუდენტების და ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერებაზე. ქალთა მოწყვლადობის შემცირებასა და აღმოფხვრაში საკუთარი წვლილის შეტანა ჩვენი ფონდის პრიორიტეტული ამოცანაა. მათთვის განათლების შესაძლებლობათა მიცემა საამისოდ საუკეთესო გზაა. ჩვენ ვცხოვრობთ გარემოში , სადაც ფინანსური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია კარიერული თუ პროფესიული განვითარებისთვის . თანამედროვე შრომითი გარემოს მოთხოვნები შორს სცდება მხოლოდ პროფესიული თუ უმაღლესი განათლების დიპლომის ქონას, უმნიშვნელოვანესია, ფლობდე იმ საბაზისო უნარ-ჩვევბს,რის გარეშეც ურთულესია გაუმკლავდე სამუშაო პროცესს. საერთაშორისო ენის აუცილებელი დონის და საოფისე პროგრამების გარეშე ეს ყველაფერი , პრაქტიკულად , შეუძლებელ მისიას ჰგავს . სიღარიბე , როგორც უდიდესი ბარიერი , ბევრ ადამიანს უზღუდავს ამ შესაძლებლობაზე წვდომას. ჩვენ , რამდენადაც ქალთა უფლებების და ინტერესების დამცველი ორგანიზაცია , ჩვენს მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ დავეხმაროთ მათ ამ ბარიერების გადალახვაში. პროექტი " თანაბარი განათლების შესაძლებლობა ქალებს " სწორედ ამას ემსახურება , რისთისაც ცხადია უღრმესი მადლობა გვინდა გადავუხადოთ მთელმა გუნდმა "აჭარაბეთის " ადამინისტრაციას . ამ პროექტის მხარდაჭერა ბენეფიციარებისთვის ძალიან დიდი შანსი და სტიმულია " - განაცხადა ნინო ბაისონაშვილმა, ორგანიზაციის დირექტორმა.
კომენტარები