ბიზნესი
ევროპაბეთსა და ნარდის სპორტულ ფედერაციას შორის თანამშრომლობა გრძელდება
2021-02-09 20:02:35
კომპანია ევროპაბეთსა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 2020 წლის აპრილში გაფორმდა. მას შემდეგ ევროპაბეთი სპორტის ამ სახეობას აქტიურად უჭერს მხარს და მის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვს, შედეგად კი მხარეებმა ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელება კიდევ ერთი წლით გადაწყვიტეს.
2020 წელს, რომელზეც უდიდესი ზეგავლენა კორონავირუსის პანდემიამ მოახდინა, ევროპაბეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა რამდენიმე ადგილობრივი და საერთაშორისო ტურნირი.
გასული წლის ივლისში გაიმართა პროფესიონალურ ნარდში პირველი რეგიონალური ონლაინ-ჩემპიონატი, რომლის საპრიზო ფონდი 50 000 ლარი იყო და მასში მონაწილეობა რამდენიმე ქვეყნის (საქართველო, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი) საუკეთესო წარმომადგენლებმა მიიღეს.
თანამშრომლობის ფარგლებში, ჩატარდა ნარდის ონლაინტურნირები: "#BeActive Tbilisi Cup - 2020, ქალთა შორის" და "#BeActive Tbilisi Open Cup 2020" მოყვარულთა შორის. ევროპაბეთის მხარდაჭერით გაიმართა საქართველოს 2020 წლის ეროვნული ჩემპიონატი ნარდში, რომელიც წლის ბოლოს გრანდფინალით დასრულდა.
კომპანიასა და ფედერაციის თანამშრომლობის შედეგად, მიმდინაროებს მუშაობა პლატფორმის კიდევ უფრო დახვეწაზე, რათა მოხდეს არაკეთილსინდისიერი მოთამაშეების გამოვლენა. ასევე ჩამოყალიბდა ერთობლივი კომისია, რომელიც დიდ ტურნირებს ემსახურება.
ლაშა გოგუა (ევროპაბეთის მარკეტინგის დირექტორი)
"სპორტული ნარდის ფედერაციასთან თანამშრომლობა ორმხრივად მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შარშანდელმა წარმატებულმა პროექტებმა ცხადად დაგვანახა, თუ რა სასარგებლო ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას როგორც ნარდის სპორტის განვითარებისთვის, ასევე ჩვენი პროდუქტების დახვეწის მიმართულებით. ფედერაციის ექსპერტების დახმარებით შეიქმნა სისტემა, რომელიც ჩვენს მომხმარებელს აძლევს საშუალებას, ითამაშოს ყველაზე დაცული ონლაინ ნარდი europebet.com-ზე. წელს თანამშრომლობის ფარგლებში 10-მდე ტურნირის ჩატარება გვაქვს დაგეგმილი".
რევაზ ცხოვრებაშვილი (სპორტული ნარდის ფედერაციის პრეზიდენტი)
"ჩვენი თანამშრომლობა წინა წლის გაზაფხულიდან დაიწყო. კომპანია ევროპაბეთი ძალიან გვეხმარება ნარდის პოპულარიზაციაში როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე - საერთაშორისო მასშტაბით. მას შემდეგ, რაც ზაფხულში ევროპაბეთის პლატფორმაზე გრანდიოზული რეგიონალური ონლაინტურნირ ჩავატარეთ, ამან ძალიან შეუწყო ხელი ნარდის მიმართ ინტერესის ზრდას. ტურნირს დიდი გამოხმაურება მოყვა მოთამაშეებში, რომლებიც ელოდებიან მორიგ ტურნირს. მომერანდუმის ფარგლებში, უკვე დაგეგმილია მისი ჩატარება და დასაზუსტებელი მხოლოდ ვადებია.
კომპანია ევროპაბეთის ოფიციალური პარტნორობით, წელსაც გაიმართება ნარდში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი და საქართველოს ეროვნული თასის გათამაშება. რაც მთავარია, წლის ბოლოს იგეგმება დიდი საერთაშორისო ტურნირის ჩატარება, რომელსაც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. ეს ტურნირი, თუკი პანდემია ხელს არ შეგვიშლის, "ცოცხლად" გაიმართება".
სპორტული ნარდის ფედერაციასთან გაფორმებული მემორანდუმი ევროპაბეთის პროექტის "პასუხისმგებლიანი თამაში" ნაწილია, რომელიც 2019 წლის ბოლოს დაიწყო და სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს - პასუხისმგებლობას ბიზნესის, კომუნიკაციისა და საზოგადოების მიმართ. თითოეული მიმართულებით უკვე გადადგმულია ქმედითი ნაბიჯები, როგორიც არის: "დროის კონტროლის" ხელსაწყო, გარე რეკლამის აკრძალვა, თანამშრომლობა ფსიქოტერაპიულ ცენტრთან და ქართული სპორტის მხარდასაჭერი არაერთი პროექტი.
შესაბამისად, სპორტული ნარდის ფედერაცია ერთადერთი არ არის, რომელთანაც ევროპაბეთს პარტნიორობის ხელშეკრულებები აკავშირებს. კომპანია ასევე თანამშრომლობს საქართველოს ჭადრაკის, უძლიერეს მამაკაცთა და შერეული საბრძოლო ხელოვნებების ფედერაციებთან, არის საფეხბურთო კლუბის დინამო ბათუმის და საკალათბურთო კლუბ ვერას გენერალური სპონსორი და მხარდამჭერი.
კომენტარები