1 5 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"ავერსი-რაციონალი" პირველი კომპანიაა, რომელმაც საქართველოს ნაციონალური GMP სერტიფიკატი მოიპოვა

 

"ავერსი-რაციონალს“  2021 წლის 1 თებერვალს გადაეცა საქართველოში პირველი ნაციონალური GMP სერტიფიკატი, რომელიც, ადასტურებს საწარმოს და აქ წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს.

 „ავერსი-რაციონალმა“ ჯერ კიდევ 2008 წელს მიიღო ევროპული GMP EU სერტიფიკატი გერმანული კომპანია TÜV SÜD Industie Service, GmbH-ის მიერ.

გასულ წელს „ავერსი-რაციონალმა“ მოიპოვა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის GMP EAEU სერტიფიკატი, რომელიც ასევე პირველია საქართველოში.

„ავერსი-რაციონალი“ ფლობს ISO 9001-ის გერმანულ სერტიფიკატს (TÜV SÜD Management Service GmbH). საწარმოს ხარისხის კონტროლის ლაბორატორიები 2014 წლიდან არიან აკრედიტებულნი ISO 17025-ის მიხედვით. ისინი რეგულარულად, წარმატებით მონაწილეობენ EDQM-ისა და სხვა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების კონკურსებში.

"ავერსი-რაციონალისაქართველოში პირველია, ვინც ეს სერტიფიკატი მოიპოვა.

აღნიშნული ინსპექტირება ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სავალდებულო მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან გახდება და ძალზედ საამაყოა, რომ "ავერსი-რაციონალმა“, როგორც ევროპული სტანდარტების მქონე საწარმომ, საკუთარი ინიციატივით, ნებაყოფლობით რეჟიმში მოითხოვა აღნიშნული ინსპექტირების ჩატარება, რომელიც  წარმატებით გაიარა.

გაცემული პირველი ნაციონალური GMP - სერტიფიკატი კომპანიისთვისაც და ზოგადად დარგისთვისაც, ისტორიული მნიშვნელობისაა. აღნიშნული სერტიფიკატი, სხვა მანამდე არსებულ სერტიფიკატებთან ერთად, კვლავაც ადასტურებს "ავერსი-რაციონალის" და აქ  წარმოებული მედიკამენტების მაღალ ხარისხს!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები