მსოფლიო
რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ დაავალა ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა
2021-01-26 12:50:50
რომან ფიფიას და BGEO-ს დავის ფარგლებში, ინგლისის სასამართლომ დაავალა ირაკლი გილაურს მობილური ტელეფონის წარმოდგენა
CL-2018-000026 იუსტიციის უმაღლესი სასამართლოს ინგლისის და უელსის ბიზნესის და საკუთრების სასამართლოების დედოფლის დივიზიონის კომერციული სასამართლო.
მხარეები: რომან ფიფია - მოსარჩელე, BGEO GROUP LIMITED (ყოფილი BGEO GROUP PLC) - მოპასუხე.
ინგლისის უმაღლესი სასამართლოს კომერციულ სასამართლოში, ბ-ნ რომან ფიფიას („ბ-ნი ფიფია“) მიერ BGEO Group Limited-ის (ყოფილი BGEO GROUP PLC) წინააღმდეგ დაწყებული სამართალწარმოების ფარგლებში, 2021 წლის 12 იანვარს გამართულ საჯარო მოსმენის შემდეგ, რომელიც ეხებოდა ბ-ნი ფიფას მიერ BGEO-სგან დამატებითი ინფორმაციის გახსნის მოთხოვნას, სასამართლომ გამოიტანა პროცედურული გადაწყვეტილება და დაავალა მოპასუხეს დამატებითი ინფორმაციის გახსნა.
BGEO ეწინააღმდეგებოდა თავისი ყოფილი გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის, მიერ გამოყენებული მობილური ტელეფონის გახსნას, თუმცა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მოწყობილობა უნდა იქნეს წარმოდგენილი და მასში მოთავსებული ინფორმაცია გამოკვლეული.
ბ-ნი ფიფიას მტკიცებით, შპს რუსთავის აზოტთან მიმართებაში BGEO-ს გარკვეულმა ქმედებებმა მას მიაყენეს მნიშვნელოვანი ზიანი. ბ-ნი ფიფიას მიერ შესწორებული სარჩელით მოთხოვნილი ზიანის ოდენობა, შეადგენს მინიმუმ 393 მილიონ აშშ დოლარს.
გადაწყვეტილების სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოდ შემდეგ ბმულზე:
https://www.bailii.org/cgibin/format.cgi?doc=/ew/cases/EWHC/Comm/2021/86.html&query=(Pipia)
აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით შემდგომი ინფორმაციის ნებისმიერი მოთხოვნა უნდა გაეგზავნოს ბ-ნ ფიფიას სოლისიტორებს, ნილ დული, Stepttoe&Johnson UK LLP ([email protected]).
კომენტარები