1 7 : 3 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

აქ.ახლა განწყობისთვის - გლოვო და თიბისი სტარტაპების მხარდასაჭერად

გლოვოს და თიბისის ერთობლივი ინიციატივით, მალე, ქართული სტარტაპების პროდუქცია გლოვოს აპლიკაციაში იქნება ხელმისაწვდომი. 15 დეკემბრიდან, აპლიკაციას ახალი, სტარტაპების კატეგორია დაემატება და მომხმარებელი მცირე მეწარმეების პროდუქციის შეძენას მარტივად, უფასო მიწოდების სერვისით შეძლებს. 

ბიზნესის მხარდასაჭერად, თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ უზრუნველყოფს სტარტაპერებისთვის როგორც საოპერაციო ხარჯების დაფარვას, ისე მათ მარკეტინგულ მხარდაჭერას და გაყიდვების სტიმულირებას. დამწყები ბიზნესების წარმომადგენლები გლოვოს აპლიკაციაში საკუთარი პროდუქციის განთავსებას უფასოდ შეძლებენ. 

გლოვოს და თიბისის ინიციატივის მიზანი ერთი მხრივ, არსებული გამოწვევის ფონზე, სტარტაპების მხარდაჭერა, მეორე მხრივ კი, - მომხმარებლის ცხოვრების გამარტივება და მათთვის კომფორტული სერვისის შეთავაზებაა. 

გლოვოს აპლიკაციაში სტარტაპ პროდუქტების განსათავსებლად რეგისტრაცია უკვე დაიწყო, ამისთვის დამწყები ბიზნესების წარმომადგენლებმა  ონლაინ აპლიკაცია უნდა შეავსონ. 

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეალობა, რომელშიც ვცხოვრობთ, ძალიან შეიცვალა. ამ გამოწვევის ფონზე, ბიზნესების მხარდაჭერამ და მომხმარებელზე ზრუნვამ კიდევ უფრო განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. გვიხარია, რომ თიბისის და გლოვოს თანამშრომლობის ფარგლებში,  ჩვენ ერთობლივად შევძლებთ სადღესასწაულო განწყობის შექმნას და მომხმარებლის და სტარტაპების გვერდით დგომას. ვფიქრობთ, ეს ინიციატივა იქცევა საახალწლო ბაზრობის ონლაინ ალტერნატივად და მომხმარებლები საყვარელი ადამიანების გახარებას ჩვენი პლატფორმის დახმარებით შეძლებენ“, - გიორგი ქერქაძე, გლოვო საქართველოს გენერალური მენეჯერი. 

“ბიზნესების მხარდაჭერა თიბისის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს იმისთვის, რომ ბიზნესებს მათზე მორგებული პროდუქტები და მომსახურება შევთავაზოთ და გავუმარტივოთ საქმიანობა. გლოვოს და თიბისის ინიციატივა ერთი მხრივ, სტარტაპერებისთვის საკუთარი პროდუქციის რეალიზებასა და მარკეტინგულ მხარდაჭერას შეუწყობს ხელს, მეორე მხრივ კი,  მომხმარებლებს მისცემს შესაძლებლობას, მარტივად და კომფორტულად მიიღონ  სასურველი პროდუქტი. ეს ინიციატივა, ვფიქრობ, არსებულ რეალობაში ძალიან მნიშვნელოვანია, - ნათია ვაჭარაძე, თიბისის მიკრო მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების ხელმძღვანელი. 

შეთავაზებით სარგებლობა სტარტაპერებს ერთი თვის განმავლობაში, 15 იანვრამდე შეეძლებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები