1 7 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

მაგთიკომის მიმართვა კომუნიკაციების კომისიას

 

მაგთიკომმა საზოგადოებას და კომუნიკაციების კომისიას წარუდგინა მსოფლიოში 10 საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიიდან ექვსის, კერძოდ: Deloitte-ის, KPMG-ის, BDO-ის, RSM-ის, Nexia-ს და Grant Thornton-ის პასუხი, კომუნიკაციების კომისიის 2020 წლის 16 ოქტომბრის განცხადებაზე, რითაც, კიდევ ერთხელ, ნათლად დადასტურდა კომუნიკაციების კომისიის პოზიციის არამართებულობა. იგივე საკითხს ეხება კანადის სატელეკომუნიკაციო დარგისათვის საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის “დიდი ოთხეულის” წევრის PWC-ის მომზადებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი - https://mobilesyrup.com/2020/07/15/mandated-mvno-access-unhealthy-canadian-telecom-industry-pwc/, რომელიც ასევე ნეგატიურად აფასებს ვირტუალური ოპერატორის (MVNO-ს) სავალდებულო დაშვების რეგულირების შემოღებას.

კომუნიკაციების კომისია არასწორად განმარტავს ევროკავშირის რეგულირების პრაქტიკას მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორებთან (MVNO) მიმართებაში და მიზანმიმართულად ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. კომისიის არაერთი მსგავსი არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად აზიანებს მთლიანად სატელეკომუნიკაციო დარგს და მის შემდგომ განვითარებას, რაც პირდაპირ ნეგატიურ გავლენას მოახდენს სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და  სრულად ჩამოშლის საქართველოს მობილური მომსახურების ბაზარს.

კომუნიკაციების კომისიამ რისკების შეფასების გარეშე მიიღო ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილება (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156) მობილური ვირტუალური ქსელის ოპერატორის (MVNO) სავალდებულო დაშვების შესახებ, რა დროსაც მას არ ჩაუტარებია კანონით განსაზღვრული აუცილებელი კვლევა. კომუნიკაციების კომისია უგულებელყოფს ITU-ის (საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის) მიერ აღიარებულ და დადასტურებულ კიბერუსაფრთხოების რისკებს და მისგან გამომდინარე შედეგებს. ეს კი, ქვეყნის გეოპოლიტიკური და საგარეო რისკ-ფაქტორების გათვალისწინებით რისკის ქვეშ აყენებს საქართველოს კიბერუსაფრთხოებას, თავდაცვითუნარიანობას. დომინოს პრინციპით შეიძლება ჩამოიშალოს სამთავრობო, თავდაცვითი, საბანკო სისტემა, ფინანსური ინსტიტუტები, ბიზნესი, ყველაფერი ის, რასაც სახელმწიფო ჰქვია.

მიუხედავად იმისა, რომ მაგთიკომმა არაერთხელ გააფრთხილა კომუნიკაციების კომისია არსებული რისკების შესახებ და ეს რისკები დადასტურებულ იქნა მსოფლიოში ექვსი საუკეთესო საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის მიერ სათანადო კვლევა/ანალიზის/დასკვნის საფუძველზე, კომისიის მხრიდან დაუსაბუთებლად განხორციელდა მათი უარყოფა. ამ ფაქტების და კვლევების ფონზე, ბუნებრივია, რომ ჩნდება კითხვები, თუ რა საჭიროა კომუნიკაციების კომისიის მხრიდან მსგავსი მავნებლური გადაწყვეტილების ამოქმედება, განსაკუთრებით, იმ პერიოდში, როდესაც მთელს მსოფლიოში და საქართველოშიც სრულიად გაურკვეველი მდგომარეობაა, როგორც პანდემიის და მისი შედეგების, ასევე საქართველოში ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურების მხრივ. ამასთან, საქართველოში თითოეულ მობილურ აბონენტზე საშუალო შემოსავალი დაახლოებით 2.5 აშშ დოლარია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალია ევროპაში,  ხოლო საქართველოში მობილური ქსელის ხარისხი ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში. შესაბამისად, გაუგებარია აღნიშნული გადაწყვეტილება რა მიზანს ემსახურება? იმას, რომ მომავალში ვერ განვვითარდეთ? თუ სხვამ დაგვიმონოს? თუ დაანგრიოს ქვეყნის უსაფრთხოება, ეკონომიკა და ა.შ...? ან ჩნდება გონივრული ეჭვი, ყოველივე ეს ვინმეს პირად ინტერესს ხომ არ უკავშირდება?

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარეს, ისევე როგორც კომისიის ყველა წევრს, მოვუწოდებთ კარგად გაიაზრონ საკუთარი პერსონალური პასუხისმგებლობა ქვეყნის და კანონის წინაშე, ასევე საკუთარი ქმედებების ის ნეგატიური შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს მათ უკანონო და გაუაზრებელ გადაწყვეტილებებს, რაც აისახება ქვეყნის კიბერუსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის შესუსტებაში, ქვეყანაში ინვესტიციების შეწყვეტასა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შეჩერებაში. ყოველივე ამან ქვეყნის და მისი ეკონომიკის დარგების სრული პარალიზება შეიძლება გამოიწვიოს. იმ შემთხვევაში, თუ კომისია არ გააუქმებს თავის გადაწყვეტილებას (2019 წლის 31 დეკემბრის გ-20-9/156), მაგთიკომი, როგორც კანონმორჩილი და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე კომპანია უზრუნველყოფს ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებას, რომ კომუნიკაციების კომისიის წევრების უკანონო და დაუდევარი/უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებების შედეგად კანონის წინაშე არსებული პასუხისმგებლობა მთელი სიმკაცრით იქნას რეალიზებული და დამდგარი ზიანი სრულად ანაზღაურდეს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სასამართლოს მეშვეობით. 

 

https://www.magticom.ge/ka/magticoms-application-to-the-communications-commission

https://www.facebook.com/Magti

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:40

    თიბისის OPEN API-ს გუნდმა Google-ის მოწვევით პარიზ...

    Google-ის მიწვევით, თიბისის ტექნოლოგიური გუნდის - Open API-ის წევრები პარიზში გამართულ Apigee Summit 2024-ს დაესწრნენ, რომლის მთავარი თემა და დევიზი No AI without APIs იყო. სამიტს მსოფლიოს სხვა...

  • 10:35

    აშშ-ის არჩევნები და ლარი - თიბისი კაპიტალის ყოველკ...

    დღევანდელი არჩევნები საერთაშორისო მასშტაბით განხილვის მთავარი თემაა. მაკროეკონომიკური კუთხით, საყურადღებოა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვება უფრო დოლარის გამყარების არგუმენტად მოიაზრება, რადგანაც უფრო მ...

  • 11:23

    გამოფენა თიბისი კონცეპტში „An Atlas of Commoning: ...

      თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, 15 ნოემბრის ჩათვლით, თბილისის არქიტექტურის ბიენალეს ფარგლებში მასპინძლობს საგარეო ურთიერთობათა ინსტიტუტის (Ifa-Institut für Auslandsbeziehungen) გამ...

  • 10:39

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით ეროვნული აგრარული ოლიმ...

    თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში, რიგით მეოთხე აგროოლიმპიადა ტარდება, რომელიც რეგიონში, აგრარულ დარგში ცოდნაზე დაფუძნებული ერთადერთი და უნიკალური კონკურსია. ეროვნული აგრარული ოლიმპიადა საქარ...

  • 18:14

    ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან - ...

    სექტემბრის ეკონომიკის ზრდამ 8.3 პროცენტი შეადგინა, რაც თიბისი კაპიტალის პროგნოზთან შედარებით მხოლოდ 0.3 პროცენტული პუნქტით განსხვავებაა. სრული 2024 წლისათვის კი, ჩვენი 9.4 პროცენტიანი პროგნოზი უცვლელი...

  • 18:10

    თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხ...

    გარემოზე ზრუნვის მიზნით, თიბისიმ, ბრენდ „ადამიანის” ინიციატივით, მასთან და  არტისტ მიშიკო სულაკაურთან თანამშრომლობით, ჩამოხსნილ სარეკლამო ბანერებს, ახალი სიცოცხლე შესძინა და ურბანულ თ...

  • 18:08

    თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგ...

    თიბისი, სამუშაო პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის, ინოვაციურ მიდგომებს და გადაწყვეტებს მუდმივად ნერგავს. სწორედ ამ მიზნით, კომპანია საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანია, Atlassian-თან თანამშრ...