ბიზნესი
„ვეფხისტყაოსნის“ სერია საერთაშორისო კონკურსზე “წლის საუკეთესო ქილა“ ოქროს ჯილდოს მფლობელი გახდა
2020-11-11 11:37:53
„ვეფხისტყაოსნის“ სერიამ საერთაშორისო კონკურსზე “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) კატეგორიაში „სასმელების სერია“ ოქროს ჯილდო დაიმსახურა. კონკურსი 1996 წლიდან ხელს უწობს და ყოველწლიურად აჯილდოებს კომპანიებს ლითონის შეფუთვის ინდუსტრიაში განვითარებული მნიშვნელოვანი მოვლენებისა და ინოვაციებისთვის.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო კონკურსის “წლის საუკეთესო ქილა“ (Cans of The Year Awards) გარდა, „ნატახტარი“ “ვეფხისტყაოსნის“ სერიით „მსოფლიოს ინოვაციური სასმელები 2020“ (World Beverage Innovation Awards 2020) მონაწილეობს, სადაც ფინალისტი გახდა. კონკურსის გამარჯვებული კი 11 ნოემბერს გამოვლინდება.
„ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი საყვარელი პროექტი საერთაშორისო კონკურსებზე არის წარდგენილი და „ვეფხისტყაოსნის“ თანამედროვე ილუსტრაციებით გაფორმებული „ნატახტრის“ ქილები მსოფლიო საზოგადოებამ ცნობილი ბრენდების გვერდით იხილა. ჩვენთვის, როგორც ლუდის ბაზრის ლიდერისთვის, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩავდოთ ინვესტიცია ინოვაციაში, მომხმარებლის საჭიროებებსა და, ასევე, ქართულ კულტურაში. ამ პროექტზე „ეფეს საქართველოს“ გუნდი 2019 წლიდან ვმუშაობთ და საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ჩვენი გუნდის დაუღალავი შრომითა და დავით მაჭავარიანის უდიდესი ჩართულობით პროექტმა დღეს საერთაშორისო აღიარება მოიპოვა,“ განაცხადა „ეფეს საქართველოს“ კომერციულმა დირექტორმა ალფან აკპეჩემ.
ცნობისათვის, „ეფეს საქართველომ“ სექტემბერის ბოლოს, მისი წამყვანი ლუდის ბრენდის „ნატახტრის“ ახალი სერია წარმოადგინა. ახალი სერიის შეფუთვა თანამედროვე ქართველი მხატვრის, დავით მაჭავარიანის, ხელით გაცოცხლებული „ვეფხისტყაოსნის“ სცენებითაა შემკული. პროექტი დავით მაჭავარიანთან ერთად დაიწყო. ის 4 წლის განმავლობაში მუშაობდა გრაფიკული რომანი „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებზე. ამჯერად, ამ ულამაზესი ნამუშევრის 4 მნიშვნელოვანი სცენის ხილვა შესაძლებელია მაღაზიის თაროებზე „ნატახტრის“ შეფუთვების საშუალებით, შეზღუდული დროით. თანასწორობა, მეგობრობა, სიყვარული, სიკეთე - ეს ღირებულებები ვიზუალურად და აფორიზმით გადმოცემულია 4 სხვადასხვა შეფუთვაზე, რომელიც უკვე გაყიდვაშია.
კომენტარები