0 7 : 3 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

"სირცხვილია ხალხო... ექიმები თავს სწირავენ თქვენს გამო და თქვენ რას აკეთებთ.. ყველა დაიღალა თქვენი დაუდევრობით.. დღეს მხოლოდ მედპერსონალს უჭირს რეალურად,რადგან მათ შრომას არავინ აფასებს "

112-ის ერთ-ერთი თანამშრომელი, მანანა ლოლაშვილი, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს, რომლითაც ეხმაურება შავ პრასკევთან დაკავშირებულ რიგებსა და უწესრიგობას ქალაქში, სადაც პანდემიაა და ყოველდღიურად ამის გამო, ათეულობით ადამიანი კვდება:

"სირცხვილია ხალხო მართლა სირცხვილია!!!!!!!..... ექიმები თავს სწირავენ თქვენს გამო და თქვენ რას აკეთებთ რას.😡😡😡... შავმა პარასკევმა გაიარა. ეხლა  შემდეგ შავ კვირებს უნდა ველოდოთ?!  ერთმანეთს რატომ არ უფრთხილდებით? ეს არის დისტანცია? რომ ამოწყდებით ეგ ნავაჭრი თან ჩაგაყოლოთ?

მედპერსონალიც ადამიანები არიან და მათაც აქვთ გული. ყველა დაიღალა თქვენი დაუდევრობით. საკმარისია გეყოფათ!!!!!! დაიცავით ყველა წესი და კანონი ერთად ვიბრძოლოდ გადასარჩენად და არა სავაჭრო ცენტრებში რიგებში გეყოთ გულის ამრევია თქვენი საქციელი,გაჭირვებული ერი თქვენ ტვინში გიჭირთ თანაც ძალიან. დღეს მხოლოდ მედპერსონალს უჭირს რეალურად,რადგან მათ შრომას არავინ აფასებს "

კომენტარები

მსგავსი სიახლეები