0 7 : 5 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

მარიამ გეგუჩაძე - 12-13 წელი ერთად ვცხოვრობდით, ერთად გვეძინა.. დედა იყო ჩემი, ბებია არა.. ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს

ჟურნალისტსა და ტელეწამყვანს ნანუკა ჟორჟოლიანს დედა გარდაეცვალა. მარიამ გეგუჩაძე ბებიის გარდაცვალების შემდეგ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

 

რამდენადაც უხაროდა ამერიკაში რომ გადავედი, იმდენად ნერვები ეშლებოდა. პირველად იყო როცა ასე შორს ვიყავით და მთელ დროს ჩემთან ვერ გაატარებდა. 12-13 წელი, ერთად ვცხოვრობდით. ერთად გვეძინა. დედა იყო ჩემი. ბებია არა. მეგობრობდა ჩემ მეგობრებთან. იცოდა ყველა ჩემი მნიშვნელოვანი ამბავი. პირველი იგებდა ყველაფერს, ჩემი ცხოვრების შესახებ. 12 წლამდე მამეცადინებდა, დადიოდა ყველგან სადაც მე. ცეკვა იქნებოდა ეს თუ ინგლისურის მასწავლებელი. ამ სამყაროში ყველაზე ძალიან მას ვუყვარდი. არავინ უყვარდა ჩემზე მეტად და ისე, არავის ესმოდა ჩემი. ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული და ყველაზე ტკბილი ადამიანი აღარ მყავს. ეს სტატუსი იმიტომ დავწერე, რომ პანაშვიდის დროები უნდა დამეწერა. ვერც წარმომიდგენია, როგორ შეიძლება ბებიაჩემზე რამე დავწერო მშრალად. ყველას რომ არ მოვუყვე, როგორი საოცარი იყო. პანაშვიდები სამშაბათს და ოთხშაბათს- რამიშვილის 35 ბ. 12 სართული ხუთშაბათს, საბურთალოს სასაფლაოს ამაღლების ეკლესიიდან დავემშვიდობებით ჩემი ცხოვრების ყველაზე ძვირფას მეგობარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები