0 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“სააკაშვილის ხელისუფლება საპატრიარქოს არ “უწვებოდა”

თეოლოგი, ბექა მინდიაშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: 

“დღეს საპატრიარქოსადმი სააკაშვილის დამოკიდებულება კრიტიკას ვერ უძლებს, სამარცხვინოა, მაგრამ არაობიექტურები ვიქნებით, რომ ვთქვათ, თითქოს კრიტიკულ ვითარებაში, მაშინდელი ხელისუფლება საპატრიარქოს უწვებოდა. 

გახსოვთ ალბათ, სულ ტყუილუბრალოდ, რაღაც წარმოუდგენელი ხუშტურის გამო, რა ამბავი ატეხა საპატრიარქომ რელიგიური გაერთიანებების რეგისტრაციის კანონზე. თავად ილია მეორემ მაშინ თქვა, რომ ეს კანონი ერისა და ეკლესიის წინაშე უდიდესი ცოდვაა, რომელიც 50 წლის შემდეგაც მძიმედ აისახება ჩვენზე, რომ ღმერთი ამის გამო დაგვსჯის და გადაგვბუგავს. დაითესა უაზრო პანიკა, ქუჩაში, ზუსტად ერთ საათში, გამოეფინენ გულმხურვალე მჯიღოსნების ათასეულები. 

მაგრამ სააკაშვილმა, სიტყვასიტყვით, ასე უპასუხა: 100 000 კაციც რომ გამოვიდეს, კანონს მივიღებთ. 

საპატრიარქოში გამართული შეხვედირს შემდეგ, სინოდმა დაიკავა საპირისპირო პოზიცია და ოფიციალურად მიიღო არაჩვეულებრივი, დაუჯერებელი, პირდაპირ სასწაულებრივი დადგენილება, რომელშიც აღიარა, რომ არამარტო ყველა ადამიანი, არამედ ყველა რელიგიური გაერთიანება უნდა იყოს თანასწორი კანონის წინაშე! 

ეს იყო წინასაარჩევნო 2011 წელს, და ამ შეხვედრის შემდეგ, ყველა, ვისაც არ ეზარებოდა, ხელისუფლებას საპატრიარქოზე ზეწოლაში ადანაშაულებდა. 

გახსოვოთ ალბათ გავრცელებული მითი, რომ უგულავამ იღრიალა და ხელები უბრახუნა საპატრიარქო მაგიდას. რატომ მოხდა ეს? იმიტომ, რომ მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა სახელმწიფოებრიობის ცოდნა და შეგრძნება (შეიძლება ჭარბადაც, მაგრამ ჰქონდა). ამ ხელისუფლებას აქვს მხოლოდ სერვილიზმი – ის სახელმწიფოს კი არა, ბატონის სამსახურში დგას”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები