1 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მთავარი თემა

გახარია "ნაციონალურ მოძრაობაზე": "დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი"

  პარლამენტში, გუშინ პრემიერსა და "ენმ"-ის წევრს შორის მომხდარი ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ იგნორზე საუბრობს. 

„ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ზოგიერთ ჯგუფს აქ ჰგონია, რომ რაღაც მნიშვნელობა აქვთ. რეალურად, გუშინდელმა ფაქტმა ეს აბსოლუტურად დაადასტურა, რომ ეს არის აბსოლუტურად ცარიელი, მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციებზე და უაზრო ჭორებზე დაყრდნობილი ქმედებები. ამიტომ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ საერთოდ ამაზე რაიმე რეაქცია გავაკეთოთ. 

ჩვენი რეაქცია უნდა იყოს ნეიტრალური, ნული აბსოლუტურად. იმიტომ, რომ ეს არის ცარიელი, ყველანაირ შინაარსს მოკლებული რაღაც რეპლიკები, ჭორები, რაღაც გაუგებარი ბრალდებები ამიტომ, მე ვთვლი და ჩემი პოზიცია იქნება, რომ დღეიდან ამ ძალასთან არანაირი კონტაქტი, საერთოდ ნული რეაქცია ყველაფერზე. ამაზე დროის კარგვა არის უბრალოდ ფუჭი დროის კარგვა,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარები

მსგავსი სიახლეები