1 0 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაღუპულია ცოლ-ქმარი და მათი შვილი - იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა

ჩამოტვირთვა

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 35-მდე გაიზარდა. 

dailymail-ის ცნობით, უბედურ შემთხვევას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა. დაღუპულია ცოლ-ქმარი და მათი მოზარდი ბიჭუნა.

იტალიის მეხანძრეების ეროვნული კორპუსის ხელმძღვანელის, ემანუელე ჯისის განცხადებით, ხიდიდან დაახლოებით 30 მანქანა ჩავარდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 16 ადამიანი გამოიყვანეს. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ. 

ქალაქ გენუას ადგილობრივმა ხელისუფლებამ დღევანდელი და ხვალინდელი დღეები გლოვის დღედ გამოაცხადა.

იტალიური მედიის ინფორმაციით, თვითმხილველები აცხადებენ, რომ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა. 

აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა. სოციალურ ქსელებში იტალიელი მომხმარებლები აღნიშნავენ, რომ ხიდი არაერთხელ იყო შეკეთებული. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები