1 9 : 4 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნახეთ, რა ხდება ორგანიზმში ყავის მიღების შემდეგ

  ფინჯანი ყავის დალევის შემდეგ, იშვიათად თუ დავფიქრებულვართ, როგორ მოქმედებს ის სხვადასხვა ორგანოსა და სისტემაზე.  

· პირველი 10 წუთის განმავლობაში, კოფეინის ზემოქმედებით, იზრდება გულის ცემის სიხშირე და არტერიული წნევა. 

· 20 წუთის შემდეგ, კოფეინი უკავშირდება ადენოზინურ რეცეპტორებს, რის შედეგადაც ქვეითდება დაღლილობის გრძნობა, ადამიანის შრომისა და კონცენტრირების უნარი იზრდება, ამიტომ გვიადვილდება ამოცანების გადაჭრა და გადაწყვეტილების მიღება.

· ნახევარი საათის შემდეგ, ორგანიზმიკოფეინზე რეაგირებს ადრენალინის გამოსროლით, რაც ენერგიით გვამარაგებს. გუგები ფართოვდება და მხედველობის სიმახვილეც იზრდება.

· 40 წუთის შემდეგ გამოიყოფა სეროტონინი, უმჯობესდება მამოძრავებელი ნეირონების მუშაობა და იზრდება კუნთური ძალა.

· 4 საათის შემდეგ ხდება ცხიმების ინტენსიური დაშლა და გამოიყოფა კუჭის წვენი.

· 6 საათის შემდეგ ვლინდება ყავის შარდმდენი ეფექტი. შარდთან ერთად ორგანიზმიდან გამოიყოფა ვიტამინები და მიკროელემენტები, რის შედეგადაც შეიძლება კალციუმისა და კალიუმის დისბალანსი განვითარდეს.

მიუხედავად ყავის სასარგებლო თვისებებისა, დიდი რაოდენობით მისი მიღება მავნებელია. ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კოფეინი იწვევს ორგანიზიმის გაუწყლოებას, ამიტომ ყავის მოყვარულებმა საკმარისი რაოდენობით წყალი უნდა მიიღონ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები