1 3 : 3 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რატომ გამოაქვეყნეს მიხეილ სააკაშვილის კადრები – ბრეგაძის განმარტება

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე განმარტავს, რომ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროების მიზანი,  “საზოგადოების სწორად ინფორმირებაა”. ბრეგაძე ამის შესახებ, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში საუბრობს.

  • “როცა რადიკალური ძალები ცდილობენ სახელმწიფოს იმიჯის შელახვას, როგორც ქვეყნის გარეთ, ისე შიგნით, სახელმწიფოსგან მტრის ხატის ჩამოყალიბებას და იმგვარი აღქმის დამკვიდრებას თითქოს სახელმწიფო არის მწამებელი, ჩვენ გვაქვს ლეგიტიმური მიზანი, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული იმის შესახებ, რომ ამ სახელმწიფოში არავის აწამებენ  და პირიქით მაქსიმალურად ცდილობს სახელმწიფო, რომ ადამიანის უფლებები იყოს ზედმიწევნით დაცული, სწორედ ამიტომ მიღებული იყო გადაწყვეტილება გასაჯაროებულიყო ეს კადრები, სადაც ნაჩვენებია აგვისტოდან დაწყებული დღევანდელ დღემდე ამ ადამიანის მდგომარეობა”, – თქვა რატი ბრეგაძემ.

ერთ-ერთ კადრში, რომელშიც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი საწოლიდან ვარდება, ბრეგაძე ამას სიმულაციასა და მართლმსაჯულებისთვის  ხელის შეშლას უწოდებს. აღნიშნული კადრი 4 ოქტომბრით თარიღდება. ბრეგაძის განმარტებით, ამ დღეს სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართებოდა, რომლის ჩატარებაც, ბრეგაძის სიტყვებით, მესამე პრეზიდენტის ინტერესებში არ შედიოდა.

  • “აქ ნაჩვენებია ასევე მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელშეშლა. როგორც იცით, ამ ადამიანის წინააღმდეგ მიმდინარეობს პროცესი საზღვრის უკანონო კვეთასთან დაკავშირებით და მაშინ, როცა სასამართლო პროცესი უნდა ჩატარებულიყო და მანამდე ეს ადამიანი თავს გრძნობდა კარგად და როცა ნახეს, რომ ეს პროცესი არ შედიოდა მათ ინტერესებში დაიწყო გარკვეული ინსცენირებები და სიმულაციები იმ მიზნით, რომ ეს პროცესი რაიმე ფორმით არ ჩატარებულიყო. ეს არ იყო მართლმსაჯულებისთვის ხელშეშლა და ჩვენ ვუშლით მართლმსაჯულებას ხელს?!”, – თქვა ბრეგაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები