1 3 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და რეგიონალური ხელმძღვანელი დაასახელა

ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატმა, გიორგი მუმლაძემ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად ალიკა კუპრავა, ხოლო რეგიონალურ ხელმძღვანელად გიორგი კაპანაძე დაასახელა. ამის შესახებ განცხადება მან „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, გუნდის წევრებთან ერთად გააკეთა.

როგორც ენმ-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი აღნიშნავს, საარჩევნო პერიოდში მთავარი თემა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხი იქნება.

„ვაგრძელებთ საარჩევნო კამპანიას იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დავიწყეთ და ამისთვის ჩვენ, რა თქმა უნდა, შტაბის ეფექტური მუშაობა გვჭირდება. ამიტომ შტაბის ხელმძღვანელი იქნება ალიკა კუპრავა, ხოლო რეგიონალური ხელმძღვანელი გიორგი კაპანაძე. ეს ორი ადამიანი შტაბის მუშაობას და ფუნქციონირებას კოორდინირებას გაუწევენ. ხოლო რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და მისი სოლიდარობის საკითხს - ბუნებრივია, ამ საკითხში სოლიდარულები და ერთიანები ვიქნებით,“ - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები