0 6 : 0 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კულტურა

მერილინ მონროს ფოტოგრაფი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა

ჩამოტვირთვა

გასული საუკუნის კინოლეგენდის, მერილინ მონროს ცნობილი ფოტო-პორტრეტების ავტორი, ევა არნოლდი 99 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკელი ფოტოჟურნალისტი ლონდონში, მოხუცთა სახლში დაიღუპა, სადაც ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ევა არნოლდი ფილადელფიაში, რუსი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 40-იან წლებში მისი ფოტოები უკვე წამყვან ილუსტრირებულ ჟურნალებში ქვეყნდებოდა. სოციალური ფოტორეპორტაჟების გარდა, არნოლდი ჰოლივუდის ვარსკვლავებს, პოლიტიკოსებს და მათ ოჯახის წევრებსაც იღებდა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას მერილინ მონროს ფოტოპორტრეტებმა მოუტანა, რომლებზედაც ის 10 წლის განმავლობაში მუშაობდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები