0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უკრაინის ანექსირებულ რეგიონებში „არჩევნებისა და რეფერენდუმების“ ჩატარებას ითვალისწინებს

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც რეგიონებში, სადაც საომარი მდგომარეობა მოქმედებს, არჩევნებისა და რეფერენდუმების ჩატარების საშუალებას იძლევა, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონებში არჩევნების დანიშვნის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას ცესკო თავდაცვის სამინისტროსთან და უშიშროების ფედერალურ სამსახურთან კონსულტაციების შემდეგ მიიღებს.

„საკანონმდებლო ცვლილებები რუსეთის ახალ რეგიონებში სექტემბერში კენჭისყრის ჩატარებას და იქ ხელისუფლების საკანონმდებლო ორგანოების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითი ორგანოების ფორმირებას შესაძლებელს გახდის“, - წერს რუსული მედია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები