0 6 : 1 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისისთან პარტნიორობობით Google-ის ინიციატივა Women Techmakers-მა ტექ ღონისძიება ჩაატარა

14 მარტს ტერმინალმა მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებას „შეცვალე მომავალს“ უმასპინძლა.

 

საქართველო უკვე მეექვსედ მასპინძლობს WTM ღონისძიებას. ქალთა საერთაშორისო დღე გლობალური ღონისძიებების სერიაა, რომელიც Google's Women Techmakers პროგრამის ელჩების მიერ არის ორგანიზებული.

 

წელს ღონისძიებაზე მოვისმინეთ არაერთი პროფესიული ტექნოლოგიური თემები, ასევე სცენა დაეთმო ტექნოლოგიურ განათლებას, გენერაციულ AI-ს, Low ტექს და სხვა..

 

„შეცვალე მომავალი ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა არა მარტო ქალებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. ეს პროექტი აცნობს ქალებს ტექნოლოგიებს და უზიარებს წარმატებულ ისტორიებს. გვსურს რომ მოტივაციტორები გავხდეთ ქალებისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ ტექნოლოგიურ სფეროში მოღვაწეობას“- ელენე კვარაცხელია, WTM ამბასადორი, თიბისის დეველოპერი და ჩეპტერ ლიდი.

 

ღონისძიება Google-ის, თიბისის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის და Terminal-ის მხარდაჭერით გაიმართა. ღონისძიებაზე შეკრებილებს 3 სივრცე და არაერთი საინტერესო სპიკერი დახვდათ. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები