0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"სააკაშვილისთვის სიცოცხლის შენარჩუნების ღონისძიებების საჭიროებამ სისტემური ფორმა მიიღო - სამედიცინო პერსონალი შიშობს, რომ შეიძლება მდგომარეობა ვეღარ დაიჭირონ" - სოფო ჯაფარიძე

მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბამ სის­ტე­მუ­რი ფორ­მა მი­ი­ღო - სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლი ში­შობს, რომ შე­იძ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა ვე­ღარ და­ი­ჭი­რონ, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა, სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა, სოფო ჯა­ფა­რი­ძემ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტებ­ში არა­ერ­თი ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩა­ნა­წე­რია და მან სა­ხალ­ხო დამ­ცველს და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს მო­უ­წო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნონ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და ამი­სა, რო­გორც ჯა­ფა­რი­ძე აღ­ნიშ­ნავს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის საბ­რძო­ლო გან­წყო­ბა უც­ვლე­ლია და ის მძი­მე ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "რუ­სულ რე­ჟიმ­თან" ბრძო­ლას აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს.

"მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლია და სის­ტე­მუ­რი ფორ­მა მი­ი­ღო სი­ცო­ცხლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბამ. მა­ი­სის შემ­დგომ გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად სა­ჭი­რო­ებს ის სის­ხლის გა­დას­ხმას და სამ­წუ­ხა­როდ, ამ ყვე­ლა­ფერს თან ახ­ლავს ძა­ლი­ან ხში­რად რიგი გარ­თუ­ლე­ბე­ბი და მათ შო­რის, სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ იყო მძი­მე ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცია და არა მხო­ლოდ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია ის ფაქ­ტი, რომ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­გან მო­დის სიგ­ნა­ლე­ბი ში­შის შე­სა­ხებ, რომ შე­იძ­ლე­ბა მდგო­მა­რე­ო­ბა ვე­ღარ და­ი­ჭი­რონ. ასე­ვე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის ფაქ­ტი, რომ არა­ერ­თი შე­უ­სა­ბა­მო­ბა და ურ­თი­ერ­თგა­მომ­რი­ცხა­ვი ჩა­ნა­წე­რე­ბი არის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­მე­დი­ცი­ნო დო­კუ­მენ­ტა­ცი­ა­ში. მივ­მარ­თავ სა­ხალ­ხო დამ­ცველს, ჩვენ სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს, რაც შე­იძ­ლე­ბა და­უ­ყოვ­ნებ­ლი­ვი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­დეს ამ ყვე­ლა­ფერ­თან და­კავ­ში­რე­ბით, იმი­ტომ რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ ყვე­ლა­ფერს ვუ­ყუ­როთ ასე მშვი­დად," - გა­ნა­ცხა­და ჯა­ფა­რი­ძემ.

ამას­თან, რო­გორც ის აღ­ნიშ­ნავს, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მი­სა­ღე­ბი" გა­იხ­სნე­ბა.

"ის მზად არის თქვენ­თან დი­ა­ლო­გის­თვის. მას ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი აქვს ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან იყოს უშუ­ა­ლო კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და გე­ლო­დე­ბით ყვე­ლას, ვი­საც სურ­ვი­ლი გაქვთ რომ მას მი­აწ­ვდი­ნოთ ხმა, გა­უ­ზი­ა­როთ თქვე­ნი მო­საზ­რე­ბე­ბი. ის აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებს ყვე­ლას გზავ­ნილს და ყვე­ლას გი­პა­სუ­ხებთ," - გა­ნა­ცხა­და სოფო ჯა­ფა­რი­ძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები