0 2 : 0 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისის ტექ განათლების ზაფხულის კურსებზე 600 მოსწავლე სწავლობს

 

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ზაფხულის კურსებზე - მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნას - 600 სკოლის მოსწავლე სწავლობს.

დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს.

ტექ განათლების მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად, პირველ ეტაპზე, 1000-ზე მეტი რეგისტრირებულიდან 600 ახალგაზრდა შეირჩა, რომლებიც ვებგვერდების, მოლაპარაკე პროგრამების (ჩატბოტების) და კომპიუტერული თამაშების შექმნას სწავლობენ. თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამები მოიცავს ონლაინ კურსებს, ვორქშოფებს, კონკურსებს, ჰაკათონებს და სხვა წამახალისებელ-შემოქმედებით მიმართულებებს.

აღნიშნული პროგრამების განხორციელებით, თიბისის მიზანია, ხარისხიანი საბაზისო ცოდნა მისცეს უფროსკლასელებს შემდგომი პროფესიული განვითარებისთვის.

„თუკი ჩვენ გვინდა რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა უკეთესი იყოს, გზა უკეთესი საქართველოსკენ განათლებაზე გადის. ამიტომ, თიბისისთან ერთდ, შევიმუშავეთ საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები. ჩვენი პროექტი ახალგაზრდებს იმ თანამედროვე ტექნოლოგიებს გააცნობს, რომელთა გამოყენებით ისინი თავიანთი იდეების განხორციელებას და საკუთარი პოტენციალის რეალიზებას   შეძლებენ“ - სანდრო ასათიანი, უნილაბის დირექტორი.

თიბისის განათლების პროექტი ხორციელდება ჯეოლაბის, უნილაბის, ექსპლორიუმის, USAID-ისა და PH International-ის პარტნიორობით. პროგრამა სრულად ფინანსდება თიბისის მიერ.

სექტემბრიდან, თიბისის ტექ განათლების კურსებზე მიღება კვლავ  განახლდება. შემოდგომიდან თიბისი, მოსწავლეებს, არსებულთან ერთად ახალი მიმართულებების, უფრო მრავალფეროვან და მოცულობით კურსებს შესთავაზებს.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები