0 6 : 4 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

გიორგი ფხაკაძე: „ჩინურ ქალაქებში კოვიდაფეთქებაა, ქართულ ქალაქებში კი კოვიდი „დამარცხებულია” და რაც მთავარია, „პანდემია დამთავრდა“

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ჩინეთში შექმნილ ვითარებას მიმოიხილავს კოვიდის გავრცელების კუთხით და და აღნიშნავს, რომ პანდემია არ დასრულებულა, მათ შორის, არც საქართველოში:

„Guangzhou, Shanghai ეს ქალაქები გაგიგიათ?! თბილისი, ქუთაისი – ეს ქალაქები გაგიგიათ?!

ჰოდა, აი, იმ ჩინურ ქალაქებში კოვიდაფეთქებაა, ამ ქართულ ქალაქებში  კოვიდი „დამარცხებულია” და რაც მთავარია, „პანდემია დამთავრდა”.

მოკლედ, ყველა რეიტინგის მონა თუთიყუშივით იმეორებს, – „პანდემია დამთავრდა”, “კოვიდი დავამარცხეთ”, „კორონავირუსი იქნება ჩვეულებრივი ინფექცია”, „ერთეული შემთხვევები თუ იქნება”, „კოვიდი აღარ არის” … გავიგე, რომ ეკონომისტი, ტანკისტმა, მებაღემ და  რეფერნტმა/მდივანმა არ იცის, რას ნიშნავს “პანდემია”, “ეპიდსიტუაცია”, “კოვიდი დავამარცხეთ”… მოდით, ასე ვთქვით, არცოდნა არცოდვაა, მაგრამ, აი, ჩემს კოლეგებს, სამედიცინო რომ დაამთავრეს და ეპიდემიოლოგია ვითომ რომ ისწავლეს, მათ რაღა დაემართათ?! აშკარად რეიტინგის მონობა ყველაფერს ფარავს….

მწარე სიმართლე კი ასეთია დღეს 11/04/2022:

კოვიდპანდემია არ დამთავრდა!

კოვიდი დამარცხებული არ არის!

კოვიდის ახალი აფეთქება ივნის-ივლისში იქნება საქართველოში!

ვაქცინაციის შეჩერება კი არა, პირიქით, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინის მე-4 დოზაზე უნდა გადავიდეთ, განსაკუთრებით ქრონიკული პაციენტების და 50-60 წელს გადაცილებულების შემთხვევაში.

მოდერნას ვაქცინა ცოტათი უფრო ეფექტური აღმოჩნდა ფაიზერზე და იმის მაგივრად, რომ ვტენოთ არაეფექტურ (განსაკუთრებით დელტა და ომიკრონზე არაეფექტურია ეს ვაქცინები) ჩინურ ვაქცინებს, მოდერნას შესყიდვაზე უნდა იმუშაოს საქართველომ.

იმის მაგივრად, რომ ერთ დღეში კოვიდკლინიკებს კეტავენ, იქნებ, იფიქრონ კომპლექსურ მიდგომაზე და ახლა დაიწყონ ივნის/ივლისის აფეთქებისთვის მომზადება.

ფაქტია: საქართველოს ჯანდაცვა არის არაპროფესიონალიზმის, არაკომპეტენტურობის და კორუფციის სახე!

ჯანმრთელობას გისურვებთ…“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები