0 6 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ეპიდსიტუაცია დასტაბილურდა, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოში ეპიდიდსიტუაცია ამ ეტაპზე სტაბილურია.

“კარგია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ თვითდამშვიდებას, რომ ყველაფერი დამთავრდა” – განაცხადა ცერცვაძემ.

 

მისი განცხადებით პანდემიის შესწავლა მსოფლიოში გრძელდება და შეინიშნება ცვალებადი დინამიკა.

“ზოგან იმატებს, ზოგან იკლებს. ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ. პირველ რიგში ეს უნდა გამოიხატოს იმაში, რომ ვატაროთ პირბადეები და მეორე, როგორმე უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მოცულობა. 26-დან 32-მდე მაინც არის გარდაცვალება დღეში, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის მაინც ბევრია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები