0 7 : 0 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"მე რომ მივედი სახლში, ჩემი ცოლი დაბლა ეგდო უგონოდ, უკვე გარდაცვლილი იყო”- რაზე ალაპრაკდა 28 წლის მოკლული გოგონას მეუღლე?

გორში 28 წლის ირინა თოდაძის გარდაცვალების შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

„პრაიმტაიმთან" საუბრისას გარდაცვლილის მეუღლე ამბობს, რომ როდესაც სახლში მივიდა ირინა უკვე გარდაცვლილი ხოლო სახლიდან ნივთები წაღებული დახვდა.

"მე რომ მივედი სახლში, ჩემი ცოლი დაბლა ეგდო უგონოდ, უკვე გარდაცვლილი იყო. სახლიდან ნივთები დამხვდა წაღებული, ჩემ ცოლს ოქროს ბეჭდები ეკეთა და ისინიც მოხსნილი ჰქონდა ხელიდან", - ამბობს გარდაცვლილის ირინა თოდაძის მეუღლე.

გარდაცვლილის დედა, რომელიც ამჟამად თურქეთში იმყოფება, სანამ საქართველოში არ დაბრუნდება შვილის ცხედრის დაკრძალვის წინააღმდეგია.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ გორში, 28 წლის გოგონა გარდაიცვალა.

გოგონა დიალეზზე იყო და ყოველდღე დადიოდა საავადმყოფოში სამკურნალოდ.

არსებული ინფორმაციით გარდაცვლილს და მის მეუღლეს წარსულში უთანხმოება ჰქონდათ. გარდაცვლილი გოგოს მეუღლეს სამძიმარზე არ უშვებენ ახლობლები. ცნობისთვის, გარდაცვლილის მეუღლე წარსულში მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. საქმეზე ჯერ დაკავებული არავინ არაა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები