0 6 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვუჰანელი ექიმი მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც კორონავირუსზე ღიად ალაპრაკდა და გაჩუმება მოსთხოვეს

ჩინეთში ქალაქ  ვუჰანში მყოფი ექიმი სახელად აი ფენი, მას შემდეგ გაუჩინარდა, რაც კორონავირუსთან დაკავშირებით გაჩუმება მოსთხოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა უცხოური მედია ავრცელებს. 

საქმე იმაშია, რომ ექიმმა სოციალურ ქსელში დაინფიცირებული ადამიანის  ისტორიის ფოტო გამოაქვეყნა, რომლის შემდეგაც საავადმყოფოსგან მკაცრი გაფრთხილება მიიღო.

ამის შემდეგ აი ფენმა ინტერვიუში განაცხადა, რომ ხელისუფლებამ მას და კიდევ სხვა ვუჰანელ ექიმებს მოსალოდნელი საშიშროების შესახებ ინფორმაციის გავრცელება აუკრძალეს.

სწორედ ამ ინტერვიუს შემდეგ მისი კვალი იკარგება და ქალი გაუჩინარდა.  მის Weibo-ში, (ადგილობრივ სოციალური ქსელში)  კი გამოჩნდა წერილი: „მდინარე. ხიდი. გზა. საათი“, – წერს RFA.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები