0 6 : 0 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დავით უსუფაშვილი - გამიჩნდა განცდა, რომ მეორე რამ, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, არის საარჩევნო კოდექსი, იმის საჩვენებლად, ეს საოცარი ხალხი თუ რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა

დედამიწიდან გზავნილებს შორის არის ქართული ჩაკრულო. 35 - წლიანი საარჩევნო პრაქტიკის შემდეგ, გამიჩნდა განცდა, რომ მეორე რამ, რაც კიდევ გასაგზავნია კოსმოსში უცხო ცივილიზაციებისთვის, არის საარჩევნო კოდექსი, იმის საჩვენებლად ეს საოცარი ხალხი თუ რა ჭაობში ვფართხალებთ ახლა, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ - პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმასაარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვის დროს პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო კოდექსი არის სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, სხვადასხვა კონტექსტების დროს მოფიქრებული და ერთმანეთზე ჩახლართული ამბების კომპილაცია.

„ეს ყველაფერი ეფუძნება იმას, რომ არჩევნები მოახლოვდება თუ არა, ეს გადასარევი ხალხი, „ჩაკრულოს“ შემქმნელი და არა მარტო „ჩაკრულოსი“, ვიწყებთ საოცარ ურთიერთ შერკინებას - ნახევარი საქართველო მეორე ნახევარ საქართველოს დავდევთ და ვუყურებთ ერთმანეთს ჯიბეში, ხელებში, ხომ არაფერი ჩააგდო, ხომ არაფერი ამოიღო, ბიულეტენი ხომ არ დაწვა, ხომ არაფერი ჩაასწორა... ანუ ერთმანეთს ვაღიარებთ როგორც ხმების მომპარავ, გამყალბებელ, ქურდბაცაცა ადამიანებად და ამ პროცესიდან გვინდა მერე რამე კარგი გამოვიდეს. ასეთი არჩევნების გზით რომ მივიღებთ ხელისუფლებას, ოპოზიციას და პოლიტიკურ სპექტრს, გვინდა ხოლმე, რომ ამან რამე დადებითს დაუდოს საფუძველი - ეს შეუძლებელია! ეს ვერ მოხდება იმიტომ, რომ იმ ტიპის არჩევნებით, რაც ჩვენ დაგვებედა და რასაც ვატარებთ, ვშორდებით ქართულ სახელმწიფოს, ვშორდებით იმას, რაც კონსტიტუციაში დიდი ასოებით გვიწერია“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები