0 5 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

“დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული"- ქართული ოცნების რეგიონული მდივანი

ქართული ოცნების რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე ფეისბუქზე წერს,  რომ საქართველოში იმყოფებოდნენ ჩეჩენი ბიზნესმენი, გროზნოს ყოფილი მერი და მათი მეგობრები.

სამხარაძე მათ ვინაობას არ აკონკრეტებს, ამბობს, რომ ოკუპაციის შესახებ კანონი არც ერთს ჰქონდა დარღვეული.

“დიახ! რაც ამ ეტაპზე გავარკვიე, გროზნოს გადაყენებული მერი და კადიროვის მიერ დაჭერილი ბიზნესმენი იყო ჩამოსული და მათ მეგობრებიც ახლდნენ. არც ერთ მათგანს ოკუპაციის კანონი დარღვეული არ ქონდა.

სხვა დეტალებს მესაზღვრე ისედაც არ არკვევს – არ არის ძებნილი და არ აქვს ოკუპაციის კანონი დარღვეული. შესაბამისად, პრობლემა არავის შეუქმნია, შემოვიდნენ ტურისტებად, ფული დახარჯეს და წავიდნენ. დარღვევა რომ რამე ქონოდათ, არავინ შემოუშვებდა”, – დაწერა სამხარაძემ.

განმარტება ოცნების ერთ–ერთმა ლიდერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს  მანქანები რუსული ნომრებით, რომლებიც გუშინ ნატახტარში, შემდეგ კი ბათუმში გამოჩნდნენ. ეს მანქანები  ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვის გარემოცვას ეკუთვნის. სოციალურ ქსელებში ჩეჩნების კორტეჟის გადაადგილების ვიდეოებიც გამოჩნდა.

ბიზნესმენ ასლანბეკ ახმეტხანოვ სულთანოვიჩს  კადიროვთან უთანხმოება ჰქონდა, თუმცა, როგორც მედია წერს, ეს უთანხმოება მოაგვარეს. ახლა ის კადიროვის ახლო წრეს წარმოადგენს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები