0 5 : 5 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგი - უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია - ნატო თქვენს გვერდით დგას დღეს, იდგება ხვალ და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება

ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: უკრაინის კანონიერი ადგილი ევროატლანტიკურ ოჯახშია. უკრაინის კანონიერი ადგილი ნატო-შია. დროთა განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერა დაგეხმარებათ იმაში, რომ ეს შესაძლებელი გახდეს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მან პირობა დადო, რომ ალიანსი გააგრძელებს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერას და რომ ნატო-ს მოკავშირეებმა ათობით ათასი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს და ქვეყანას მხოლოდ სამხედრო დახმარების სახით, 65 მილიარდი ევროს დახმარება გაუწიეს.

„ნატო თქვენს გვერდით დგას დღეს, იდგება ხვალ და იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

შეგახსენებთ, იენს სტოლტენბერგი კიევს დღეს ეწვია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები