0 5 : 5 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

დაგეგმილია სკვერის მოწყობა – კანცელარიასთან დაგეგმილი აქცია “ლაზარეს თავისუფლებისთვის” პარლამენტთან გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს – პრესსამსახურის ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ხორციელდება კეთილმოწყობითი სამუშაოები და მიმდებარედ სკვერის მოწყობაა დაგეგმილი.

ხვალ, 8 აპრილს მთავრობისკანცელარიასთან დაგეგმილი ლაზარეს თავისუფლებისთვის აქცია პარლამენტთან გაიმართება.

  • “სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილია მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერის მოწყობა და არსებული ინფრასტრუქტურის განახლება”, – ამბობენ მთავრობის პრესსამსახურში. 

განმარტება მას შემდეგ გაკეთდა, რაც სოციალურ ქსელში, გავრცელდა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ ადმინისტრაციის შენობასთან რკინის კონსტრუქციები და სამშენებლო მასალები მიიტანეს.

აქვე შეგახსენებთ, რომ ხვალ 8 აპრილს, 20:00 საათზე ტაბულას, ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების, თავისუფლების ინსტიტუტისა და ევროპული საქართველოს ორგანიზებით ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. აქციაზე ქართველი მუსიკოსები, მსახიობები და საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას გამოუცხადებენ რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ ლაზარეს.

“რუსულ კანონზე უკანდახევის შემდეგ, რეჟიმმა კიდევ ერთი დარტყმა მიიღო – ქართული სასამართლოს უმაღლესი თანამდებობის პირები შეერთებული შტატების სანქციების ქვეშ არიან.

გვჯერა, რომ მოქალაქეების თანადგომას შეუძლია ლაზარე სანქცირებული სასამართლოს შერჩევითი სამართლისგან იხსნას და საერთო ეროვნულ წარმატებას მსხვერპლად არ შეეწიროს!

ადამიანის შავრაზმული დემონიზაციის მცდელობა, ბუმერანგად უნდა დაუბრუნდეს ყველას, ვინც ამას ცდილობს!

აქციაზე იქნება მუსიკა, ბევრი სიტყვა, მაგრამ არ იქნებიან სიტყვით გამომსვლელები”. – წერენ აქციის ორგანიზატორები.

 ლაზარეს მხარდასაჭერად აქციაზე თითო სიმღერას შეასრულებენ:

STEPHANE
აჩიკო გულედანი
ჯგუფი “დაგდაგანი”
ჯგუფი “წერილი”
LOUDSPEAKERS
შაბათ-კვირა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები