0 6 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

სოც. მედია

ზურაბ გურული: ,,გამორჩეული "ქოფაკები" პასუხს მიიღებენ, მათ შორის სასამართლოს უწყებითაც..."

აშშ-ი მოღვაწე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული სოციალურ ქსელში ავრცელებს პოსტს და ამონარიდს თეა ხოფერიას სტატუსიდან, რომელიც მის წინააღმდეგ არის მიმართული. ის ხოფერიას ტროლს უწოდებს და ვრცლად პასუხობს:

“სერიიდან, ამხილე ტროლი 🙂

მივყვეთ ბოლოდან:

“მედიქეარს არ იღებს გურული, მხოლოდ ნაღდ ფულს” 😃😃
ამერიკის ფედერალურ, სახელმწიფო სისტემაში მომსახურე ექიმებს არც ერთი სახის დაზღვევასთან არა აქვთ საქმე. პაციენტებთან ნებისმიერი სახის ფინანსურ ურთიერთობას აკონტროლებს სახელმწიფო და ექიმს არანაირი შეხება არა აქვს სადაზღვევო სამსახურებთან.
რატომ დასჭირდა მოხალისე ტროლ ხოფერიას ამ მტკნარი სისულელის განცხადება?
იმიტომ, რომ ეჩვენებინა რა ხარბი და ფულისმოყვარულია ექიმი გურული, რომელიც ამერიკის ფინანსურად ყველაზე გაჭირვებული პოპულაციისათვის გავრცელებულ სადაზღვევო სისტემას არ ცნობს.
რომელი სერიიდან არის ეს?
გეხსომებათ ალბათ სსრკ-ს დროინდელი ანეკდოტი, მეგრელი რომ ამერიკელს სისხლს გაუშრობს და მერე ამაყი ნიშნისმოგებით ეტყვის: – თქვენ რომ ზანგებს აწვალ’ებთ?
დაახლოებით ანალოგიური ანეკდოტიდანაა გადმოსული ამხანაგი ხოფერიაც.

ახლა რაც შეეხება შტატების სამედიცინო სისტემების ხარისხებს.
ამხანაგი ხოფერია იმის გაგებაშიც არ არის, რომ ამერიკული სამედიცინო სისტემის პროფესიონალთა ხარისხს განსაზღვრავს არა შტატების ეკონომიკური განვითარების დონე, არამედ დარგობრივი სამედიცინო ასოციაციები, თავისი ლიცენზირებისა და სერთიფიცირების ერთიანი სტანდარტით. შესაბამისად იელში, სტენფორდში თუ მისისიპიში მომსახურე ექიმის ხარისხი და კვალიფიკაცია არის ზუსტად ერთნაირი.

სწორედ ზემოაღნიშნული სისტემა განაპირობებს ე.წ. აკადემიური სნობიზმის არარსებობას ამერიკულ სამედიცინო სამყაროში, განსხვავებით სხვა სპეციალობებისაგან.
ექიმი ზურაბ გურული გაწვრთვნილია მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ლუიზიანას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ტულეინის უნივერსიტეტში, ჰიუსტონის გულის კლინიკაში “ტექსას ჰართ”; MD Anderson -ის კლინიკაში; კლინიკური წვრთვნის გასაგრძელებლად მიღებული იქნა ჯონს ჰოპკინსის, ვაშინგტონის ბავშვთა ეროვნული ცენტრის კლინიკურ “ფელოუშიფებში” და ამერიკული ფედერალური სისტემა აირჩია იმისათვის, რომ ეს არის სახელმწიფო მართვის სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა სახელმწიფო მოხელის რანგშიც იმსახუროს, თუნდაც როგორც სპეციალურმა ატაშემ რომელიმე ქვეყნის საელჩოში. ასე რომ, ექიმ გურულს თავისი გეგმები ჯერ არ დაუსრულებია, ამხანაგო ხოფერიავ!

რაც შეეხება ზემოთქმულს, ჩემი ყოველი სიტყვის დამადასტურებელი საბუთი გამაჩნია და შემიძლია წარვადგინო ნებისმიერ დროს, თავისი თანხლები პირადობის მოწმობებით ზემოხსენებული კლინიკებიდან.

ცხადია, არ მოვცდები ამ
დღეებში “აყეფებული” ყველა მოხალისე და უხალისო “ძაღლის” დევნით, მაგრამ გამორჩეული “ქოფაკები” პასუხს მიიღებენ, მათ შორის სასამართლო უწყებითაც, პიროვნების შეურაცხყოფისა და რეპუტაციის განადგურების მცდელობისათვის.
ამხანაგ ხოფერიას პასკვილს გადავუგზავნი თბილისში ამერიკის საელჩოს, პირადად ელჩს , როგორც ნიმუშს ამერიკის მოქალაქის და ამერიკელი სახელმწიფო მოსამსახურის წინააღმდეგ მიმართული ორკესტრირებული კამპანიისა.
გამზადდება ამერიკაში მომსახურე ქართველი ექიმების სპეციალური მიმართვაც საელჩოსათვის.

ზურაბ გურულის აბსოლუტურად ყველა კლინიკური და აკადემიური წოდება თუ ხარისხი არის ლეგიტიმური, დადასტურებული ამერიკის სახელმწიფო სამსახურების მიერ და წარდგენილი იქნება ნებისმიერ ოფიციალურ ორგანოში საჭიროებისამებრ.

რადგან არ ცხრებით, გიჩვენებთ როგორ დაიცავს თავს პატიოსანი ადამიანი და პროფესიონალი.
მე ამას გავაკეთებ ჩემი შვილების თაობისათვის, რომ მათ მაგალითი ჰქონდეთ შეუპოვრობისა და ბრძოლის.

წილი ნაყარია!”

კომენტარები

მსგავსი სიახლეები