0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი

დაგვიჯერეთ, უარესი ჯერ კიდევ წინ არის, – ეს განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა,  ტედროს  ადანომ  გებრეისუსმა  გააკეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი არ აკონკრეტებს, რას გულისხმობს უარესს მდგომარეობაში.

„ეს არის ვირუსი, რომლის შესახებაც ჯერ კიდევ ბევრი რამ არ ვიცით. მოდით ავიცილოთ თავიდან ეს ტრაგედია“, – აცხადებს ტედროს გებრეისუს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა განცხადება იმ ქვეყნების საყურადღებოდაც გააკეთა, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებულ შეზღუდვებს ამარტივებენ.

„შეზღუდვების შემსუბქება ეპიდემიის დასასრულს არ ნიშნავს“, – აცხადებს ტედროს ადანომ გებრეისუსი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებენ, რომ ახალი კვლევების მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის მხოლოდ 2-3 პროცენტს აღმოჩნდა სისხლში ანტისხეულები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები